10/23/2011

Microsoft–მა შედეგები გამოაქვეყნა.


Microsoft–მა მიმდინარე ფინანსური წლის მესამე მეოთხედის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა.

კორპორაციის კვარტალური შემოსავალი რეკორდებს ამყარებს: სამი თვის განმავლობაში გეტსის კომპანიამ $17,37 მ.ლ.რ.დ. მიიღო, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%–ით მეტია, როცა ამერიკული ვენდორის შემოსავალი $16,2 მ.ლ.რ.დ–ს უტოლდებოდა.

ბიზნეს–პროდუქტების განყოფილებიდან მიღებული ფულადი ოდენობის მოცულობა 8%–ით გაიზარდა — $5,62 მ.ლ.რ.დ–მდე; სერვერულმა პლატფორმებმა კომპანიას $4,25 მ.ლ.რ.დ. მოუტანეს, რაც, წლიური გამოთვლებით, 10%–ით მეტია; შემოსავალი, რეალიზებული ოპერაციული სისტემა Windows–დან და შესაბამისი სერვისებიდან $4,87 მ.ლ.რ.დ–ს უტოლდება; 2010 წელთან შედარებით, ზრდა — 2%. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკვე მეცხრე თვეა, რაც Xbox 360 ა.შ.შ–ში ყველაზე გავრცელებულ სათამაშო კონსოლად რჩება.

რაც შეეხება სუფთა მოგებას, კორპორაცია აქც პლიუსშია: თუ ერთი წლის წინ კომპანიამ $5,40 მ.ლ.რ.დ–ის (62 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) გამომუშავება შეძლო, დღეისათვის ეს მაჩვენებელი $5,74 მ.ლ.რ.დ–ს უტოლდება (68 ცენტი), ანუ ზრდა 6%–ს შეადგენს.
წყარო: Microsoft

Комментариев нет: