სოციალურ ქსელ facebook–ში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გვერდია, ახალი ვირუსი ვრცელდება. ჰაკერების მიერ შექმნილი სპეციალური ბმული (ლინკი) კომპიუტერთან ერთად თქვენს პროფილსაც აზიანებს.
გვერდი, რომლის მეშვეობითაც ვირუსი ვრცელდება, ცნობილი ვიდეო–პორტალის youtube–ს ვიზუალური ანალოგია. სინამდვილეში კი საქმე შავი ინტერნეტ–რეკლამის შემქმნელებთან გვაქვს... ბმული უკვე "დავირუსებული" პროფილებიდან ყველა frend-ს ავტომატურად ეგზავნება და იმ შემთხვევაში თუ ინტერესის ან დაუდევრობის გამო გავხსნით გამოჩნდება ვიდეოს ფორმის გრაფა, რომელიც თქვენი სახელით და გვარითაა დასათაურებული... წარწერა "downoald"-დაკლიკების შემთხვევაში თქვენ და თქვენი კომპიუტერი უკვე მსხვერპლი გახდებით, მეტიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში facebook-ი საერთოდ დაიბლოკება და შესვლას ვერ შეძლებთ.
გაფრთხილება: ყურადღებით დააკვირდით თქვენი მეგობრების მიერ გამოგზავნილ ბმულებს, თუ ლინკი საიტის სწორი დომენით არ იწყება ნიშნავს, რომ ვირუსია. მაგალითად: http://www.faceblook.ucoz.com/photo.php?fbid - ვხედავთ, რომ გვერდის მისამართი facebook.com-ის ნაცვლად facebqook.ucoz.com-ით იწყება. ასეთი გვერდების შექმნით ცდილობენ ჰაკერები ვირუსის გავრცელებას...
მოკლედ, სანამ გვერდს გახსნით ყურადღებით დააკვირდით მას და თუ დომენი საერთოდ არ ჩანს ან მხოლოდ გაუგებარ წაერწერებს ხედავთ – ვირუსის კლასიკურ სახესთან გვაქვს საქმე....
Комментариев нет:
Отправить комментарий