8/02/2011

Harvard Business Review(მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ კორპორაციათა ხელმძღვანელთა სია)

Steve Jobs, Apple–ის გენერალური დირექტორი და დამაარსებელია.

მენეჯმენტის სფეროს ავტორიტეტულმა გამომცემლობამ – Harvard Business Review–მ, გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ კორპორაციათა ხელმძღვანელთა სია, რომელიც ექსპერტ – INSEAD (Institut Européen d’Administration des Affaires)–ის ვერსიის მიხედვით შედგა.
 მენეჯმენტისა და ფინანსური ბიზნეს–სკოლის – INSEAD–ის სპეციალისტებმა შეაფასეს სახალხო კომპანიები, რომლებიც S&P Global 1200–ის ან S&P BRIC 40–ის საფონდო ინდექსს განეკუთვნებიან. გენერალური დირექტორების ეფექტურობა განისაზღვრა, აქციონერთა შემოსავლის მიხედვით, რომელთაც საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა და რეინვესტირებული დივიდენდებიც დაერთო.
  პირველი ადგილის მფლობელი – Steve Jobs–ი, რომელიც კომპანია – Apple–ის გენერალური დირექტორი და დამაარსებელია.
სიაში მხოლოდ ის დირექტორები შევიდნენ, რომელთაც თანამდებობა დაიკავეს 1995 – 2007 წლების ინტერვალში. განსაზღვრულ 50 ტოპ–ასეულში მოხვდა 2 რუსი ეროვნების ადამიანიც: ალექსეი მილერი (მესამე ადგილზე) და მიხაილ პროხოროვი (ოცდამეორე ადგილზე). რეიტინგით პირველი ადგილის მფლობელია – Steve Jobs–ი, რომელიც Apple–ის გენერალური დირექტორი და დამაარსებელიცაა, რომლის მოღვაწეობის პერიოდშიც, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 150 მილიარდით გაიზარდა, ხოლო აქციების შემოსავალმა 3000% შეადგინა. გთავაზობთ პირველ ათეულში შემავალთა ფოტოებს.
Yun Jong-Yong–ი, რომელიც 2008 წლამდე Samsung Electronics–ს ხელმძღვანელობდა. (მეორე ადგილი)

ალექსეი მილერი, ვინაც “გაზპრომის” მართვის თავმჯდომარეა. (მესამე ადგილი)

John T. Chambers–ი, რომელიც Cisco Systems–ის აღმასრულებელი დირექტორია. (მეოთხე ადგილი)

Mukesh D. Ambani, რომელიც – Reliance Industries Ltd–ის თავმჯდომარეა. (მეხუთე ადგილი)

John C. Martin–ი, რომელიც – Gilead Sciences–ის აღმასრულებელი დირექტორია. (მეექვსე ადგილი)

Jess P. Bezos–ი, რომელიც – Amazon–ის დამაარსებელი, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია. (მეშვიდე ადგილი)

Margaret C. Whitman–ი, რომელიც კორპორაცია – Ebay–ს მმართველია. (მერვე ადგილი)

Eric Emerson Schmidt–ი, რომელიც Google–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. (მეცხრე ადგილი)

Hugh Grant–ი, რომელიც – Monsanto–ს მთავარი მმართველია. (მეათე ადგილი)

მიხაილ პროხოროვი, რომელიც ჯგუფი – “ОНЭКСИМ”–ის მფლობელია. (ოცდამეორე ადგილი)

Комментариев нет: