8/02/2011

Harry Potter the Deathly Hallows – Part – 2

ამა წლის ივლისის შუა რიცხვებში ეკრანებზე გამოვა რეჟისორ – David Yates–ის 3D ფორმატში შესრულებული ფილმი – „Harry Potter the Deathly Hallows – Part – 2“, რომელიც კვლავაც – Harry Potter–ის თავგადასავალზე მოგვითხრობს. ფილმში დაკავებულია მსახიობთა დასი, რომელთა შემადგენლობაში შედიან: Daniel Radcliffe–ი (Harry Potter–ი), Emma Watson–ი (Hermione Granger–ი), Rupert Grint–ი (Ron Weasley), Gary Oldman–ი (Sirius Black–ი), Ralph Fiennes–ი (Lord Voldemort / Tom Riddle–ი), Helena Bonham Carter–ი (Bellatrix Lestrange–ი), Tom Felton–ი (Draco Malfoy), Alan Rickman–ი (Severus Snape) და სხვანი.
  ფილმის სიუჟეტში მსოფლიოს ბოროტსა და კეთილ ძალებს შორის მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა, რომლის განხორციელებასაც – Harry (Daniel Radcliffe–ი), Ron–ი (Rupert Grint–ი) და Hermione (Emma Watson–ი) Voldemort–ის განადგურებით აპირებენ, თუმცა – Voldemort–ი მათი მისიის შესახებ შეიტყობს და ყოველივე საყოველთაო ომში გადაიზრდება. ფსონი არასდროს ყოფილა ამდენად მაღალი, ხოლო თვშესაფრის პოვნა, კი კვლავაც გართულებულია… შესაძლოა ზუსტად – Harry Potter–ს მოუწევს ყოველივეს მსხვერპლად გაღება, რათა პირისპირ ღირსეულად შეერკინოს – Voldemort–ს და დაამარცხოს იგი… ყოველივე ამის შესახებ დიდი ეკრანებიდან შეიტყობთ, ხოლო ამჯერად, კი თვალი გადაავლეთ ფილმის სიუჟეტის ამსახველ ფოტომასალასა და პოსტის ბოლოს დართულ ვიდეოს:












Комментариев нет: