8/13/2011

კომპანია დუპონტი (DuPont) –ის ისტორია იწყება ჯერ კიდევ ნაპოლეონის პერიოდიდან


ამ კომპანიის სახელთან პირდაპირ არის დაკავშირებული უამრავი მასალის შექმნა, რომელთაც ცალკეულმა თავიანთ სფეროში რევოლუციური გარდატეხა მოახდინეს. მაგალითად ჩამოვთვლით რამდენიმეს:
ფრეონი (1930 წ.), რომელიც გამოიყენება მაცივრებში და კონდეციონერებში, ცელოფანი, ტეფლონი (1939 წ.), ნეილონი (1939 წ.) ლაიკრა (1962 წ.) კევლარი (1965 წ.), რომელიც გამოიყენება ბრონეჟილეტის დასამზადებლად და სხვა.
ქიმიური კომპანია დუპონტის (DuPont) – კომპანიაის დამაარსებელია ახალგაზრდა ფრანგი ელევტერ ირინეი დუპონ დე ნემური, რომელიც დაიბადა 1771 წელს საფრანგეთში. ოჯახი იყო საკმაოდ შეძლებული (მათ ქონდათ საგამომცემლო ბიზნესი) და ბავშვს საშუალება ქონდა მიეღო კარგი განათლება. პატარა ელევტერი უკვე 14 წლის ასაკში ატარებდა ექსპერიმენტებს მაშინდელი დროის საუკეთესო ქიმიკოსთან – ანტუან ლავუაზიესთან ერთად.
22 წლის ასაკში იგი ტოვებს ქვეყანას და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც დელავერის შტატში  1802 წელს ქმნის საკუთარ კომპანიას DuPont, რომელიც იწყებს დენთის წარმოებას.
მთელი მე–19 საუკუნის განმავლობაში კომპანია ორიენტირრებული იყო მხოლოდ დენთის წარმოებაზე.
პირველი მნიშვნელოვანი გარღვევა კომპანიის ისტორიაში მოხდა 1820 წელს, როდესაც  DuPont გახდა ამერიკის მთავრობისთვის დენთის ოფიციალური მიმწოდებელი. ამ მოვლენამ საშუალება მისცა დუ პონტებს მიეღოთ უამრავი ახაკი შეკვეთები.
მეორე მნიშვნელოვანი წარმატება იყო 1857 წელს ლამონტ დუ პონის (იმ დროისთვის კომპანიის ხელმძღვანელის)  მიერ დენთის ახალი სახეობის დაპატენტება, რომელმაც მიიღო უკვე ასაფეთქებელი ნივთიერების სახელწოდება.
აღსანიშნავია, რომ ლამონტ დუ პონი გარდაიცვალა ერთ–ერთი აფეთქების დროს თავის საწარმოში.
მალე ასაფეთქებელი ნივთიერებების ბაზარზე ჩნდება ახალი ასაფეთქებელი საშუალება – დინამიტი.
1902 წელს კომპანიის მოქმედი პრეზიდენტის – ევგენი დუპონის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის აქციები ნაწილდება ოჯახის სამ წევრზე: თომას კოლმენს, პიერ სემუელს და ალფრედ დუპონს შორის. ტომასი და პიერი იყვნენ ალფრედის ბიძაშვილები.
მე–20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა კომპანიის პირველი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი. ამჟამად კომპანიას რამდენიმე ასეთი ცენტრი აქვს. სწორედ მათი საშუალებით შეიქმნა ისეთი რევოლუციური მასალები, რომელთა გარეშე დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია.
1912 წლიდან კომპანია იწყებს მიმართულების შეცვლას და გადადის არა საბრძოლო წარმოებაზე და 1923 წელს ქმნის მსოფლიოში პირველად ცელოფანს. დაახლოებით 10 წელიწადში დუპონის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი ქმნის კიდევ ერთ ახალ მასალას – ნეილონს და იწყება ნეილონის ჩულქების ბუმი.
დუპონი ქირაობდა თანამშრომლებად ქვეყნის საუკეთესო ქიმიკოსებს და სთავაზობდა მათ საუკეთესო სამუშაო პირობებს.
1938 წელს კომპანიის ცენტრში შეიქმნა ნივთიერება ტეფლონი, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება სამზარეულოს ნივთებში.
შორს წაგვიყვანს ყველა იმ ნოვაციის ჩამოთვლა, რასაც ეს დღეს დღეისობითაც უმსხვილესი კომპანია წლების მანძილზე სთავაზობს მსოფლიოს. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ არა დუპონების მთედი დინასტია, დღევანდელი მსოფლიო ასეთი არ იქნებოდა.
DuPont  –ს უწოდებენ ყველაზე ეკოლოგიური ქიმიის მწარმოებელს კომპანიას.
დღევანდელ დღეს კომპანია არის ღია სააქციო საზოგადოება. მისი აქციებით ვაჭრობა ხდება ამერიკის საფონდო ბირჟებზე. საბჭოს თავჯდომარე არის ჩარლზ ხოლიდეი. პრეზიდენტი – ელენ კულმენი. დღევანდელი კომპანიის სლოგანია «The miracles of science», რაც ნიშნავს „მეცნიერების სასწაულები“.
81 ათასი თანამშრომელი, 28 მილიარდი ყოველწლიური შემოსავალი, 4 მილიარდი სუფთა მოგება – ეს არის შთამბეჭდავი ციფრები, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ამ კომპანიის დღევანდელ მოღვაწეობაზე.

www.giorgigigeo.com

Комментариев нет: