8/08/2011

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით – Christian Dior–მა წარმოადგინა მობილურ ტელეფონთა კოლექცია – Haute couture, რომელიც უშუალოდ ქალთა მობილურ კოლექციას განეკუთვნება


Dior–ის სახლის პირველ მობილურს, რომელიც კომპანია – ModeLabs–ის თანაავტორობით შეიქმნა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს გახლავთ საფრანგეთში აწყობილი, ხელნაკეთი მოდელი, რომელიც ულტრა თხელი, დასაკეცი დიზაინის მქონეა. სიახლე ელეგანტური და მომხიბვლელია, რომელსაც – Dior–ისათვის დამახასიათებელი ტვიფრულები გააჩნია. ტელეფონის ნავიგაციურ ღილაკსა თუ ექსკლუზიურ მოდელებზე – Dior–ის წარმატების სიმბოლოდ მიჩნეული ვარსკვლავი, თუ ლუი– XVI–ს ავეჯის გრავირებული სიმბოლოების ამოკითხვაა შესაძლებელი, რაც როგორც მწარმოებლები თვლიან, სიახლისათვის სტუდია – Dior Haute Couture–ის უნიკალური სტილის მიმნიჭებელია.

დღეს, კი მოდის სახლის მიმდევარნი – Dior Phone–ის კოლექციაში უამრავ ნაირსახეობას აღმოაჩენენ, სადაც შესაძლებელია იხილონ: საფირონის მინის მქონე, თეთრი თუ შავი სადაფით დეკორირებული თუ სხვა ფუფუნების მასალისგან შექმნილი, დეკორის ელემენტებით წარმოდგენილი მოდელები, რაც მანდილოსანთ მართლაც რომ გაახარებთ.

სადაფი, რომელიც მობილურთა დეკორის ელემენტადაა წარმოდგენილი, ერთ–ერთ ფუფნებისა და მანდილოსანთვის მიჩნეულ, სასურველ მასადაა შერჩეული.
 შავი სადაფი და PVD, რომელიც ასევე შავი ფერითაა დაფერილი, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიურ, შთამბეჭდავ კომბინაციას წარმოადგენს. ტელეფონის კორპუსი, ტაიტის ლაგუნებიდან მოპოვებული, შავი სადაფის 31 ფირფიტითაა მოზაიკისებრ ინკრუსტირებული. ასევე 8 ფირფიტა განთავსებულია ნავიგაციის ღილაკზეც.

PVD–თ დაფარულია უჟანგავი ფოლადი – რომლითაც ტელეფონის კორპუსია შექმნილი, ასევე უკანა პანელი და დისფლეის გარშემოწერილობაზე არსებული რანტი, რაც მოდელს დამატებით სიგლუვეს ჰმატებს და აქსესუარებთან შეხებისას სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს. მოცემული სერიის – My Dior–იც ასევე დეკორირებულია შავი სადაფით და აღჭურვილია ტონირებული, სარკისებრი ეკრანით.

თეთრი სადაფი, რომელიც ინდოეთისა და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულებზე მოიპოვება – Dior Phone–ის დეკორისთვისაა გამოყენებული. ამ მასალით შექმნილი მობილური იუველირულ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს და ქალური სტილის ბრწყინვალე ამსახველია. ხელნაკეთ მოდელზე დატანილი მოზაიკა თეთრი სადაფის 31 ფირფიტითაა შესრულებული, ხოლო უჟანგავ ფოლადზე, კი – Dior–ის ლოგოტიპია ამოტვიფრული. რაც შეეხება ნავიგაციის ღილაკს, იგი თეთრი სადაფის 8 ფირფიტითაა აღჭურვილი. ამავე ვერსიის – My Dior–ი, კი თეთრი სადაფის 3 ფირფიტითა და სარკისებრი ეკრანით გამოირჩევა.

Dior–ის მიერ შემოთავაზებული – Haute Couture–ი, სპეციალურად მანდილოსანთათვის განკუთვნილ, მსოფლიოში არსებულ მობილურ ტელეფონთაგან პირველია, რომელსაც სხვა მოწყობილობასთან ტანდემში მუშაობა ხელეწიფება. ასე მაგალითად, My Dior–ი მსოფლიოში არსებულ მობილურთაგან ყველაზე პატარა მობილურია, რომლის ზომებიც ასეთია: 70 მმ х 2,7 მმ х 10 მმ. მისი წონა 25 გრამით უფრო მსუბუქია, ვიდრე – Dior–ის პომადის. მას ადვილად სამართავი სისტემა გააჩნია და პირველად მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ანხორციელებს შემომავალსა და გამავალ ზარებს, იმახსოვრებს 10 ნომერს, აჩვენებს დროს, გააჩნია მისამართთა წიგნაკი. Dior–ის Bluetooth ®–თან მიერთების შემთხვევაში, My Dior–ი მისგან 15 მეტრის დაშორებითაც შესაძლოა იმყოფებოდეს. მისი გადასაღები რგოლი, კი ადვილად მაგრდება ქალის ხელჩანთაზე.
 ტელეფონ – Dior–ს გააჩნია ექსკლუზიური მედია–პაკეტი – Dior–ი, რომელიც ინტერფეისის შეკვეთითაა განხორციელებული და ვიდეოსა და რეკვის სხვადასხვა ტონალობების უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.



www.giorgigigeo.com

Комментариев нет: