არ მინდა ეს პოსტი ისე აღიქვათ თითქოს მე მგონია რომ სხვებზე უკეთეს პოსტებს ვდებ, პირიქით ჩემზე კარგ პოსტებს ბევრი დებს.
ამ საიტზე პირველად რამდენიმე თვის წინ შემოვედი და იქიდან მოყოლებული ყოველდღე აქ ვარ, ძალიან კარგი საიტია ძალიან კარგი პოტენციალით, თუმცა ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება, ამისთვის კი მხოლოდ კარგი ადმინისტრაცია არ კმარა, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული ვინც პოსტებს დებს.
სინამდვილეში არანაირი საიდუმლო არ არსებობს, ყველაფერი ძალიან მარტივია და ამ პოსტში ჩამოვწერ იმას რაც ჩემი აზრით საჭიროა კარგი პოსტის დამზადებისთვის.
დავიწყოთ…
1. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.
2. უმჯობესი იქნება თუ აირჩევ რაღაც კატეგორიას და იმაზე ეცდები დადო პოსტები.(ჩემს შემთხვევაში ეს არის გასართობი)
3. სჯობია რაღაც პოსტზე რამდენიმე საათი დახარჯო და სრულფასოვანი პოსტი დადო, ვიდრე დღეში ხუთი პოსტი დადო რომელიც მხოლოდ რამდენიმე სურათისგან შედგება.
4. ეცადე გაიჩინო საკუთარი სტილი პოსტის წერისას (ჩემს შემთხვევაში ეს არის იუმორი და პოსტის ბოლოს დასმული კითხვა)
5. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.
6. მეტნაკლებად გადახედე ფორუმს და კომენტარებს, რათა გაიგო რისი ნახვა უნდათ მომხმარებლებს.
7. ეცადე არ განმეორდე თუ ამას პოსტის შინაარსი არ მოითხოვს.
8. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.
9. იყავი ორიგინალური და ეცადე ისეთი რამ მოიფიქრო რაც ჯერ არ ყოფილა საიტზე.
10. პოსტში არ გამოიყენო სმაილები, ეს პოსტს არასერიოზულ იერს აძლევს (ჩემი აზრით)
11. რატომღაც ამ ბოლო დროს ხშირად ხდება რომ პოსტში ტექსტი გადმოთარგმნილია, მაგრამ სახელები რუსულად ან ინგლისურად წერია, მათი გადმოთარგნა ძნელი არ უნდა იყოს.
12. ეცადე პოსტის სათაური და მთავარი სურათი (რომელიც მთავარ გვერდზე ჩანს) ისე აარჩიო რომ ხალხი დააინტერესო.
13. ეცადე არ დააკოპირო სხვა ქართული საიტებიდან.
14. ფოტოშოპი შენი საუკეთესო მეგობარი უნდა გახდეს, რადგან აღარ დადო სურათები უცხოენოვანი წარწერებით (თუ წარწერები არ ეხება რაიმე გადაცემის ან ჯგუფის და ა.შ. ორიგინალურ დასახელებას) ამისთვის სულაც არ გჭირდება ფოტოშოპის ძირეული ცოდნა.
15. კარგი იქნება თუ შექმნი პოსტების სერიებს რომლებიც ერთი თემატიკის გარშემო გაერთიანდება, ოღონდ თუ ხედავ რომ მომხმარებლების უმრავლესობას არ მოსწონს მაშინვე შეწყვიტე ეს პოსტების სერია.
16. ყოველთვის ეცადე მაქსიმალურად გაამდიდრო შენი პოსტი. მაგ: მოიფიქრე რაიმე პოსტი რომელიც საჭიროებს ინტერნეტში ცნობების მოძიებას, ეცადე მოიძიო არა ერთი არამედ რამდენიმე საიტიდან და შემდეგ შეაჯამო, ეს პოსტს მხოლოდ წაადგება.
17. ვიზუალურად ძალიან ცუდად ჩანს როდესაც ერთ პოსტში რამდენიმე სურათს განსხვავებული სიგანე აქვს, ეცადე ყველა მათგანს ჰქონდეს ერთიდაიგივე სიგანე, მე გირჩევთ 600 პიქსელს, ეს ზომა ზუსტად ჯდება.
18. რაც შეეხება ვიდეოებს მას შემდეგ რაც Youtube-ზე ჩამოშლი “embed”-ს, შენ შეგიძლია ფლეიერის სიგანე შეცვალო, აქაც ჩაწერე 600. როდესაც სურათები თუ ვიდეოები ერთი სიგანის არის ეს პოსტს დამატებით ხიბლს ანიჭებს.
www.giorgigigeo.com
Комментариев нет:
Отправить комментарий