8/13/2011

ე.წ."სგუშჩონკა" შედედებული რძე ბრენდის ისტორია


შედედებული რძე (სგუშჩონკა) ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად შექმნა პარიზელმა კონდიტერმა ნიკოლა ფრანსუა აპპერმა.


მე–18 საუკუნის ბოლოს ნიკოლა აპპერი ატარებდა ცდებს საკვები პროდუქტების შენახვასთან დაკავშირებით. იმავე პერიოდში პარიზის გარნიზონის მეთაური ნაპოლეონი სახავდა მსოფლიოს დაპყრობის გეგმებს. ომების წარმატებით საწარმოებლად მას და მის არმიას სჭირდებოდა არამალფუჭებადი საკვები. 1795 წელს ნაპოლეონმა გამოაცხადა კონკურსი ხანგრძლივი დროით შენახვად საკვებზე არმიისთვის.

აპპერმა ცდების შედეგად დაადგინა, რომ გერმეტულად დახურილი პროდუქტი, რომელზეც  ამავე დროს ჩტარებულია სითბური დამუშავება, ძლებს გაცილებით დიდ ხანს, ვიდრე ჩვეულიბრივი. იგი ადედებდა რძეს, აფასოებდა მაგრად დახურულ მინის ბოთლებში და 2 საათის განმავლობაში აცხელებდა მდუღარე წყალში.

 ნიკოლას კონცენტრირებული რძე შეფასებული იქნა საუკეთესოდ და ნაპოლეონმა საკუთარი ხელით გადასცა მას ჯილდო "წარმოდგენილი პროდუქტის საუკეთესო გემოსთვის".

სტერილიზაცის შედეგად პროდუქტის კონსერვირების გამოგონების შემდეგ აპპერმა დაამზადა პროდუქტი, რომლითაც ვაჭრობდა თავის პატარა მაღაზიაში. მოგვიანებით მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით "მცენარეული და ცხოველური ნაწარმის დიდხნიანი კონსერვირების ხელოვნება".

მაგრამ, მეცნიერული დასაბუთება აპპერის მეთოდმა მიიღო მხოლოდ 60 წლის შემდეგ, როდესაც 1857 წელს საფრანგეთის ქალაქ ლილეში ფრანგი მეცნიერი ლუი პასტერი გამოვიდა მოხსენებით ბუნებაში არსებული მიკრობების შესახებ. მოხსენების თანახმად ამ მიკრო ორგანიზმების სიცოცხლისათვის აუცილებელია სპეციალური პირობები – გარკვეული ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა, ჟანგბადი და ანტიბიოტიკური ნივთიერებების არარსებობა პროდუქტში. საკმარისია, დარღვეული იქნეს ეს პირობები, რომ ორგანიზმები იღუპებიან. მომხსენებლის თქმით, სწორედ ამ საფუძველს ემყარება პროდუქტის სტერილიზაცია და პასტერიზაცია.

მეტალის ბანკები გამოგონილი იქნა 1810 წელს ინგლისელი მექანიკოსის პიტერ დურანის მიერ (მანამდე გამოიყენებოდა გასანთლული შუშის ბანკები). რა თქმა უნდა დურანის ბანკები განსხვავდებოდა დღევანდელი მეტალის ბანკებისაგან და იხსნებოდა ძალიან ძნელად.

1926 წლიდან ინგლისის არმია მარაგდებოდა ხორცის კონსერვებით მეტალის ბანკებში. განსხვავებით შუშის ბანკებისა, მეტალი არ ტყდებოდა, მაგრამ... არც იხსნებოდა. ასეთი ბანკის გასახსნელად ჯარისკაცებს სჭირდებოდათ ჩაქუჩის გამოყენება.

ცნობილია შემთხვევა, როდესაც სამხედრო ხომალდზე დატვირთეს სამკილოგრამიანი მეტალის ბანკებში კონსერვირებული შემწვარი ხბოს ხორცი. ხომალდი ზღვაში იმყოფებოდა მთელი წლის განმავლობაში. მეზღვაურები შიმშილობდნენ, მაგრამ მათ ვერაფრით ვერ შეძლეს ბანკების გახსნა. კონსერვების გახსნა მოხერხდა მხოლოდ XX საუკუნეში. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხბოს ხორცი არ იყო გაფუჭებული და იყო საჭმელად ვარგისი.

 დღევანდელ დღეს შედედებული რძე (სგუშჩონკა) იყიდება მთელს მსოფლიოში სხვადასხვა შეფუთვით და არის ძალიან ბევრისათვის ერთ–ერთი უსაყვარლესი პროდუქტი.

www.giorgigigeo.com

Комментариев нет: