გერმანულმა ტუნინგ ატელიემ Carlsson-მა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ Mercedes-Benz-ის ავტომობილებს ატუნინგებს, W221 S-Class-ისთვის კიდევ ერთი ახალი ტუნინგ პაკეტი შექმნა და მას Carlsson CS 60 უწოდა. როგორც ხედავთ, ექსტერიერს დამატებული აქვს, ახალი ბამპერი, ახალი მოლდინგები, საბარგულის სპოილერი, ახალი დიფუზორი, ახალი ნიკელის ჩამხშობები და უმაღლესი ხარისხის Dunlop-ის საბურავებით აღჭურვილი ახალი დისკები. გარდა ამისა ატელიემ ავტომობილს დაუმატა (ტუნინგ კომპანიებისთვის უკვე წესად ქცეული) ელექტრონულად მართვადი დაკიდების სისტემა, რომელიც სხვებისგან განსხვავებით ავტომობილს საშუალებას მისცემს 30 მილიმეტრით აიწიოს მაღლა და ნებისმიერ გზაზე გადასვლისას დაიცვას სპოილერები და სრულიად ექსტერიერი დაზიანებისგან.
რაც შეეხება 5,5 ლიტრიანი ორმაგად ტურბირებულ V-სებრ 12 ცილინდრიან ძრავს, ატელიემ მას ახალი საბოლქვი სისტემა და ახალი ჰაერის ფილტრი დაუყენა, რის შედეგადაც 2010 წლის S600 მაქსიმალურ, 600 ცხენისძალას და ელ.შეზღუდულ 1024 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთი მონაცემების დახმარებით ავტომობილი 0-100 კმ/სთ_მდე 4,3 წამში ჩქარდება და ავითარებს ელ შეზღუდულ 320 კმ/სთ-ს. სამწუხაროდ ატელიემ არ გაავრცელა ინფორმაცია, ტუნინგ პაკეტის ღირებულების შესახებ, თუმცა ვიცით, რომ ავტომბილი შეზღუდულად, 999 ეგზემპლარად გამოვა. საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ ? მოუხდა თუ არა შტუდგარდულ ლუქს კლასის ავტომობილს გერმანული ატელიეს პაკეტი ?

Комментариев нет:
Отправить комментарий