მე მიყვარს ისეთი იუმორის გრძნობა, ავტორს რომ აქვს. ზომიერი, გაწონასწორებული და ამის გამო _ ყველაზე ეფექტური.
დავფიქრდი, რამდენიმე ეპიზოდი ხომ არ ამომეწერა დამაჯერებლობისთვის და გადავიფიქრე. საქმე ისაა, რომ დოვლატოვის იუმორის გრძნობა ცალკეულ ფრაზებში ნაკლებად ვლინდება, სიტუაციური იუმორი აქვს და ყველაფრის გასაგებად რამდენიმე აბზაცი მაინც გახდებოდა საჭირო, ამიტომ თავი შევიკავე
დანარჩენს ბოლომდე რომ წავიკითხავ, მერე დავწერ...
ესაა წიგნი, რომელიც რამდენჯერმე არ ვიყიდე გაურკვეველი წინასწარწარმოდგენების გამო. ბოლოს კი ანოტაციამ დამაბა, კერძოდ კი ამ ფრაზამ: ,,მწერლის პირველივე კრებული საბჭოთა უშიშროების სპეცსამსახურმა გაანადგურა”. ღმერთო, რა პრიმიტიული ვინმე ვარ
Комментариев нет:
Отправить комментарий