- Facebook.com
- Odnoklassniki.ru
- Twitter.com
- Myspace.com
- Face.ge
- Vkontakte.ru
- Loveplanet.ru
- Geoclass.ge
- Odno.ge
- Mamba.ru
- Hi5.com
- Mylove.ge
- Vox.ge
- Chatroulette.com
- Videoclass.ge
- Limpa.ru
სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე, სავარაუდო გრძელვადიან შედეგებსა და მათთან ბრძოლის ერთ მეთოდზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სტატიაში. რა თქმა უნდა, თვალი არ უნდა დავხუჭოთ სოციალური ქსელების დადებით მხარეებზე: მათი საშუალებით სულ უფრო მარტივი გახდა ნაცნობებთან, მეგობრებთან კონტაქტი, სურათებისა თუ ახალი ამბების გაზიარება. ბევრმა ძველი მეგობრები დაიბრუნა, ზოგმაც ახალი მეგობრები შეიძინა. ინფორმაციის მიღებაც გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახდა. მუდმივად მიმდინარე საქმეების კურსში ხარ, ადევნებ თვალს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. ადამიანებიც უფრო თამამად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს, თავისუფალ სიტყვებს, უფრო მეტს მსჯელობენ, განიხილავენ. სოციალურ ქსელებს ბევრი კომპანიისთვისაც მოაქვს დადებითი შედეგები, თუნდაც რეკლამირება, უკუკავშირის მიღების საშუალება, სხვადასხვა ინფორმაციის მიღება თუ გამოკითხვის ჩატარება. სამწუხაროდ, ამ დადებითების გვერდით სოციალურ ქსელებს ახასიათებთ საკმაოდ ბევრი უარყოფითი მხარე, რომლებიც ყველასთვის აშკარა და შესამჩნევია, თუმცა, საკმაოდ ცოტა თუ ცდილობს მათთან გამკლავებას. ყველაზე აქტუალური და მტკივნეული პრობლემა, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს _ ეს არის დროის უსარგებლოდ ხარჯვა! ადამიანები საათობით ათვალიერებენ მეგობრების გვერდებს, თამაშობენ სრულიად უაზრო თამაშებს, ათენებენ ღამეებს, წყდებიან სამუშაოს, სწავლას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს. მეორე დღეს იღვიძებენ სრულიად დაღლილები, არ ყოფნით ძილი, რაც უარყოფითად აისახება გუნებაზე და შესაძლოა, ცუდი განწყობა და დაქანცულობის შეგრძნება მთელი დღის მანძილზე გაჰყვეთ. არადა, რამდენი საინტერესო, სასიამოვნო და ღირებული საქმის გაკეთება შეიძლებოდა მთელი ამ დროის მანძილზე. მეორე პრობლემა _ ეს არის რეალურ ცხოვრებას მოწყვეტა. ადამიანები ცოცხლობენ სოციალურ ქსელებში, ურთიერთობენ, აცნობენ ყოველ სიახლეს, იღებენ ინფორმაციას. ამის ხარჯზე სულ უფრო კლებულობს ცოცხალი და ჯანსაღი ურთიერთობები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. იმის ნაცვლად, რომ სახლში მისვლისას 1 საათი დავუთმოთ ახლობელ ადამიანებს, მოვუყვეთ იმ დღეს მომხდარი საინტერესო ამბები თუ თავგადასავლები, გავუზიაროთ ერთმანეთს განცდები, სიხარული თუ ტკივილი, ეგრევე ვუსხდებით კომპიუტერებს, შევდივართ სოციალურ ქსელში და ყველა უცნობსა თუ ნაცნობს ვატყობინებთ საკუთარ ამბებს. თანაგრძნობა, მხარში ამოდგომა, გამხნევება თუ სიხარულის გაზიარებაც კი ვირტუალური გახდა, გამოხატული კომენტარებითა და სმაილებით. მესამე უარყოფითი მხარე ძალიან ცოტას აქვს გააზრებული და ეს არის პირადი ცხოვრებისა თუ ინფორმაციის სრული აფიშირება. რეალურად ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდები, ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება მთლიანი შენი ცხოვრების გაგება - ვისთან მეგობრობ, ნებისმიერ დროს რას აკეთებ, სად დადიხარ, როგორ ერთობი, რას საქმიანობ, რა გიყვარს ან არ გიყვარს. რაც არ უნდა დახურული გქონდეს პროფილი, პატარა აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მთელი ამ ინფორმაციის მიღება. არავინ იცის, რა ელის სამომავლოდ, მარტივი შესაძლებელია, ოდესმე, ვინმემ ეს ყველაფერი შენს წინააღმდეგ გამოიყენოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий