როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მაინც თავისებური ხედვა აქვთ სილამაზეზე. ბავშვს კი არა, ზოგჯერ ზრდასრულ ადამიანს აცვია ისე, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, ალბათ ბავშვობაში ერთი ფუშფუშა კაბა არ ჰქონია და ახლა ინაზღაურებს.
არ შეიძლება ბავშვის შებოჭვა ტანსაცმლის არჩევაში, მაგრამ სასურველია, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვუბიძგოთ გააკეთოს სწორი არჩევანი. სახლში შეუძლია გული მოიოხოს და ეცვას მშობლისთვის წარმოუდგენელი შეხამების ტანისამოსი, ამით ის თავის პიროვნულ ამბიციას დაიკმაყოფილებს, ხოლო გარეთ გასვლისას შევაპარაოთ ჩვენი არჩევანი.
მშობელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ეცადეთ თავად გამოიყურებოდეთ მოწოდების სიმაღლეზე; ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ეცადეთ, ერთად იაროთ კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებში… ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქცევის კულტურა. ის, რომ თეატრში არ უყუროს სპექტალს ჩიპსების ხრაშუნის ფონზე, გამოფენაზე და მუზეუმში არ იხმაუროს.
ასეთი ქცევა შემდგომში ბავშვს პიროვნულად გაზრდის, ჩამოუყალიბებს გემოვნებას, რაც ჩაცმულობაშიც აისახება და გარშემომყოფებიც მადლობას გვეტყვიან, რომ მისი გარეგნობით არ ვაფრთხობთ პატიოსან მოქალაქეებს.
საბავშვო მოდა ძალიან მომგებიან საქმედ იქცა, ამიტომ ბევრმა დიზაინერმა არ დააყოვნა და სასწრაფოდ გამოუშვა საბავშვო კოლექციები- KENZO, BLUEMARINE, ARMANI, GUCCI, DIOR, LANVIN, DIESEL, D&G ect.
LANVIN
ძალიან შედეგიანი გამოდგა STELLA MCCARTNEY და GAP-ის ერთობლივი ნამუშევარი.
STELLA MCCARTNEY
საშუალო ფენაზეა გათვლილი GAP ,JCREW , IKKS, ZARA-ს კოლექციები, რომლების ასევე ძალიან გემოვნებიან ტანსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს პატარა მომხმარებელს.
ZARA
სანამ ბავშვს პურის ყუით ხელში და მუხლებგაბერილ ”რეიტუზზე” გადაცმული ფუშფუშა კაბით ან შორტით გარეთ გასვლას დაუპირებდეთ, დაფიქრდით, რას იტყოდა ის ამ ყველაფერზე, თუნდაც 1 წამით უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის თვალით რომ შეეხედა.
მე რამდენიმე ადამიანიც ვიცი, ვინც ბავშვობის ფოტოებს მალავს და ვისურვებდი, ჩვენი შვილები მათი ბავშვობით არ დაკომპლექსებულიყვნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий