7/31/2011

კოღო "გიკბინო თუ არ გიკბინო?" - კოღო ფიქრობს...


მოვიდა ხალხო  ზაფული, თან უკვე კაი ხანია და გამოძვრნენ კოღოები.

 ხოდა მცირე ცნობები კოღოს შესახებ:
 (ძალიან მცირე. მაგრამ საინტერესო)

იკბინება მხოლოდ მდედრი კოღო. მამრებს ყბები არ აქვთ განვითარებული და შესაბამისად ვერ იკბინებიან.
კოღო სისხლის ამოწოვამდე, კანქვეშ უშვებს ნერწყვს რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. სწორედ ნერწყვი იწვევს შეშუპებას და ქავილს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მწვავე ალერგიასაც.
კოღოების ფრთების მოქნევის სიხშირე 500-600 -ს შეადგენს წამში (ზოგიერთის 1000-საც), რაც განაპირობებს მათთვის დამახასიათებელ წუილს. სხვადასხვა კოღოს ჯიშები სხვადასხვანაირად წუიან
მდედრი კოღო თავისი მსხვერპლის ამორჩევისას ორიენტირებს ნახშირორჟანგით, რომელიც მსხვეპლი ამოისუნთქავს (აღმოჩენის რადიუსი 12 მეტრამდე), სითბურ გამოსხივებაზე და რძემჟავის სუნზე, რომელიც ოფლთან ერთად გამოიყოფა. მდედრი კოღოები ასევე რეაგირებენ შუქზე და ირჩევენ განათებულ ადგილებს.
რძემჟავის სუნი კოღომ შეიძლება 3 კილომეტრის მოშორებითაც კი იგრძნოს


გიკბინო თუ არ გიკბინო? 
- თუ ვინმემ გკითხათ, რა თქმა უნდა, ასეთ პატივზე უარს იტყვით, მაგრამ საქმეც ისაა, რომ არავინ გეკითხებათ:… უბრალოდ მოფრინდება და გიკბენს. ვინ? ძვირფასი, ზუზუნა, ნამცეცა-ვამპირი, მწერების გვარიდან, სახელად - კოღო.

“კოღო – ორფრთიანი მწერი მკბენარი ხორთუმით” - თუმცა მამრები არ იკბინებიან. ვამპირები მხოლოდ მდედრები არიან, მამრები ნექტარით იკვებებიან, მაგრამ კაცობრიობას მდედრების გადამეტებული ყურადღებაც ჰყოფნის...

მდედრი კოღოები სისხლსმოწყურებული უმიზეზოდ არ არიან. შთამომავლობის შესანარჩუნებლად ადამიანის ან ცხოველის სისხლი მათთვის აუცილებელია. რაც შეეხება ნადირობას, ხელსაყრელი ნოტიო გრილი ამინდია. კოღოების საძმო სწორედ მაშინ გამძვინვარდება ხოლმე. ძალიან უყვარს დილა, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსს ზემოთ მათ მადას უკარგავს. ხვატს კოღოები ვერ იტანენ...

ყველაზე ძალიან გაოფლიანებული ადამიანი , ზოგი სახეობის სუნამოები იზიდავთ, შესაბამისად, მათი მფლობელებიც; ასევე ბავშვები თხელი კანის გამო.

კოღოს მტრები:
კოღოს ერთ-ერთი ბუნებრივი მტერი ქარია. ის ფრენას ხელს უშლის, ხან ერთ მხარეს მოისვრის და ხან - მეორე მხარეს. რაც მეტად ძლიერი და ხანგრძლივია ქარი, მით მეტი კოღო კვდება. ხშირი წვიმები კოღოს პატარა ნაშიერებს იწირავს. ხოლო მოსაწყენი, ნელი წვიმა კოღოს უფრო აბოროტებს, ამ დროს ისინი სანადიროდ ჯგუფ-ჯგუფად გადიან.

ელექტროფუმიგატორი: კოღოების დამარცხების საშუალებებზე დაფიქრებას ყოველი ზაფხული გვაიძულებს. სხვადასხვა მწარმოებელი ბრძოლის საკუთარ მეთოდს გვთავაზობს. ზოგი გვარწმუნებს ოთახიდან კოღოს ელექტროფუმიგატორი გააქრობსო. ეს სპეციალური მოწყობილობა ჩვეულებრივ დენის წყაროს უერთდება და სითხით ზემოქმედებს. მათი გამოყენებისას 20 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცის გაწმენდას გვპირდებიან. ელექტროფუმიგატორი ადამიანისგან 1 მეტრზე ნაკლები მანძილით დაშორებული არ უნდა იყოს.

თუ ფანჯარა დახურულია, ოთახში მოკალათებული კოღოები 1-3 საათის მერე იხოცებიან. მაგრამ  დახუთულ ზაფხულის ღამეს ჩარაზულ ფანჯრებში ძილი შეუძლებელია, ხოლო თუ ფანჯარას გახსნით, მწერების წარღვნა 8-10 საათი გრძელდება. ანუ მაინც ჩაიტკბარუნებენ ხორთუმს ვამპირები.

ელექტროფუმიგატორის იმ შენობაში გამოყენება, სადაც ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, ან ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან, რეკომენდებული არაა. ამბობენ, შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზეც ცუდად მოქმედებსო, პირველ რიგში, ისეთი პატარა ცოცხალი არსებები იტანჯებიან, როგორიცაა თევზები, ფრინველები, ზაზუნები, კუ და ა.შ.

ღია სივრცეში:
ეზოებში, პიკნიკზე ან აგარაკზე შესაძლებელია კოღოს საწინააღმდეგო საგანგებო სპირალების გამოყენება, მათ ადამიანების გარშემო კვადრატულად განალაგებენ და წვავენ. დაცვის ეფექტი 8 საათი ნარჩუნდება. თუმცა კვამლი საკმაოდ ტოქსიკურია.

ბუნებაში ყველაზე კარგ დამცველად ჩვეულებრივი კვამლი ითვლება, თუ კოცონში ხის ქერქს ჩააგდებთ. აგარაკზე შეგიძლიათ ძველი სათლისგან თქვენეული დანადგარიც გააკეთოთ. ჯერ დახვრიტოთ, მესამედის დონეზე ცხელი ნახშირით აავსოთ, ხოლო ზევით ამაგრებენ ნაძვის ფისს. კოღოებს არც კაკლის ფოთლები მოსწონთ.

კოღოებს არ უყვართ: ციტრუსის ნაყოფი: მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი, ასევე მათგან დამზადებული ეთერზეთებიც. აყვავებული ან გამხმარი გერანია, ლავანდა.

ოთახებში შემდეგი ნარევის სხურებაც შეიძლება: 2 სუფრის კოვზი სპირტი, 5-6 წვეთი ევკალიპტის, მიხაკის, ანისეს ზეთი, 40 წვეთი ნუშის ზეთი. ეს ნაერთი წყლითა და სამმაგი ოდეკოლონით, პროპორციით  1:1 გაზავებული.

ბავშვს ძილის წინ საბავშვო ნელსაცხებელი, რომელსაც ემატება 2-3 წვეთი მიხაკის ზეთი. დიდებს ევკალიპტის ზეთი ან ნებისმიერი წიწვობვანის ზეთი მოუხდებათ. ძალიან შველის შემდეგი ნაყენი: ¼ჭიქა მცენარეული ზეთი, ½ჩაის კოვზი ჩაის ხის ზეთი, 5 წვეთი მიხაკის ზეთი. ნაყენი კორვალოლის შუშაში ათავსებენ და გამოყენების წინ შეანჯღრევენ, მერე კანზე წაისვამენ. დაიმახსოვრეთ, რომ ზეთი მცხუნვარე  მზეში დამწვრობას იწვევს, ამიტომ მათი გამოყენება დილით, საღამოს და მოღრუბლულ ამინდში სჯობს.

შვედი სპეციალისტების აზრით, კოღოს В ვიტამინის მიღება შეაშინებს - პროდუქტი, რომელიც მისი დამუშავების დროს გამოიყოფა, ოფლთან ერთად აიძულებს სისხლისმწოველს გაგშორდეთ.

თუ მაინც გიკბინათ, უსიამოვნო შეგრძნების მოხსნა კორვალოლს შეუძლია, უბრალოდ ნაკბენზე წაისვამთ.  ნაკბენს პიტნის ფოთოლიც დააამებს, მისი ნაყენიც, ან ხახვის წვენი. ნებისმიერ შემთხვევაში ნაკბენის მოფხანა სასურველი არ არის..

ერთი სიტყვით, როცა დასასვენებლად მივდივართ, სჯობს, გავიხსენოთ, რომ ზაფხულია და გარკვეულ პირობებში შესაძლოა დაუპატიჟებელი, პატარა, მაგრამ აბეზარი და სისხლისმსმელი სტუმრების მოსვლის საფრთხეც არსებობდეს. და რომ ნანატრი დღეები ახდენილ ნატვრად იქცეს და არა  ავადმოსაგონარ კოშმარად, მათ წინააღმდეგ ბრძოლის იარაღიც თან უნდა გვქონდეს.


Комментариев нет: