ალბათ, ყველას გსმენიათ ნობელის პრემიის შესახებ. ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიას, სახელწოდება მისივე დამაარსებლის, ინჟინერ–გამომგონებელი, ალფრედ ნობელის საპატივსაცემოდ ეწოდა. დაჯილდოვების ცერემონიალი იმართება ოსლოში ან სტოკჰოლმში, ყოველ წელს.
შნობელის პრემია, იგივე ანტინობელის პრემია, (ინგლ.Ig Nobel Prize) ესაა პაროდია პრესტიჟული საერთაშორისო ნობელის პრემიისა. პრემიის ლაურეატები არიან ადამიანები, რომელთა მიღწევები ჯერ გაგაცინებთ, შემდეგ კი დაგაფიქრებთ (first make people laugh, and then make them think).
შნობელის პრემიებით დაჯილდოვება ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ნამდვილი ნობელის პრემიის დაჯილდოვება მიმდინარეობს. დაჯილდოვების ცერემონიალი იმართება ჰარვარდში. შნობელის პრემიის დამაარსებელია მარკ აბრაჰამი.
2010 წელი
შნობელის პრემია სამედიცინო სფეროში გადაეცა ჰოლანდიელ, ამსტერდამის უნივერსიტეტელ სიმონ რიტველდს და მის გუნდს. ისინი ამტკიცებენ, რომ ასთმის მკურნალობა შესაძლებელია „ამერიკულ მთებზე“ კატაობისას.
2009 წელი
პრემია სამედიცინო სფეროში მიიღო ამერიკელმა ექიმმა დონალდ უნგერმა, რომელიც ყოველდღე, 60 წლის განმავლობაში, მარცხენა ხელზე ძვლებს იმტვრევდა. ამით ცდილობდა შეემოწმებინა გამოიწვევდა ეს ართრიტს, თუ არა. „და აი ერთ დღეს, 60 წლის შემდეგ, რომ გავიღვიძე, შევხედე ჩემს მარცხენა ხელს და ართრიტის ვერანაირი კვალი ვერ აღმოვაჩინე“ –ჰყვება 83 წლის უნგერი.
2009 წელი
უკრაინელმა ელენა ბოდნარმა, რაფაელ ლიმ და სანდრა მარიჰანმა გამოიგონეს ბიუსტგალტერი, რომელიც რამდენიმე წამში აირწინაღად გადაიქცევა. საინტერესოა ის, რომ ერთი ბიუსტგალტერისგან ორი ნიღაბი კეთდება. ერთი თავად მფლობელისათვის და ერთიც ვინმე გამვლელისთვის ან ახლომყოფისათვის. ბოდნერმა განაცხადა, რომ ასეთი ბიუსტჰალტერის გაკეთების იდეა დაებადა ჩერნობილში ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.
2007 წელი
შნობელის პრემია გადაეცათ ბრაიან ვიტკომბმსა და დენ მეიერს, სტატიისთვის „ხმლისყლაპვა და მისი გვერდითი მოვლენები“.
2006 წელი
ფრენსის ფრესმაირი, ფლორიდის უნივერსიტეტის საავადმყოფოდან, დაჯილდოვდა პრემიით. იგი ამტკიცებდა, რომ სლოკინისგან თავს დააღწევთ „კუჭნაწლავის პირდაპირი მასაჟის“ საშუალებით.
2005 წელი
ამერიკელმა გრეგ მილერმა, მედიცინის დარგში მიიღო პრიზი. მან შექმნა კვერცხის პროთეზი ძაღლებისათვის. ექსპერიმენტები დაიწყო ათი წლის წინ, როტვეილერზე, რომელსაც ერქვა მაქსი.
2004 წელი
სტივენ სტაკმა და ჯეიმს გუნლაჰმა შეისწავლეს ქანთრი მუსიკის გავლენა თვითმკვლელობაზე.
2002 წელი
პრემია მიიღო ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორმა კრის მაკმანუსმა, იგი ამტკიცებდა, რომ ანტიკური ქანდაკებების სასქესო ორგანოები ასიმეტრიული იყო.
2001 წელი
პიტერ ბარსმა, მაკგილის უნივერსიტეტიდან, მიიღო შნობელის ჯილდო ტრავმატოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიისათვის _ „ქოქოსის ჩამოვარდნით გამოწვეული ჭრილობები“.
2000 წელი
პრემია ქიმიაში მიიღეს პიზისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მათი აზრით, რომანტიული სიყვარული არაფრით გასხვავდება მძიმე ნერვული აშლილობის მანიაკალური ტიპისგან.
1994 წელი
ჯილდო, სამედიცინო სფეროში, გაიყო ორად. პირველი ნაწილი გადაეცათ დოქტორ დარტსა და გუსტაფსონს, დასაბუთებული მოხსენებისთვის „ელექტროშოკის არაეფექტურობა, ჩხრიალა გველის შხამით მოწამლულთა მკრნალობისას“. პრემიის მეორე ნაწილი წილად ერგო პაციენტ X-ს, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ თანამშრომელს, ჩხრიალა გველმა მას 14–ჯერ უკბინა და შემდეგ ელექტროშოკურ თერაპიასაც გადიოდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий