ხშირად გაქვთ კონფლიქტი მშობლებთან? არაუშავს, ეს ასაკის ბრალია.
მთავარია წვრილმანი პრობლემები ხელჩართულ ბრძოლაში არ გადაიზარდოს.
რატომ არ ესმით შენი?
სრულია ბუნებრივია ის, რომ თავი ზრდასრულად იგრძნო. დამოუკიდებლობის სურვილი თინეიჯერობის ასაკში ისეთი დიდია, რომ გინდა, ყოველ წუთს და ყველაფერში გამოავლინო, მაგრამ ამავე დროს მშობლების რჩევასა და მოთხოვნებსაც ვერ დაემალები, რადგან არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებსაც ჯერ-ჯერობით დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტ. შეიძლება მათი რჩევები უაზროდ გეჩვენება, მაგრამ გაითვალისწინე, ისინიც იყვნენ შენხელები და და ზუსტად შენნაირი პრობლემები ჰქონდათ. ანუ აქ ორივე მხარე მართალია, გამოსავლის გზების ძიება ინდივიდუალურად ხდება.
რა უნდათ შენგან?
რა მიზეზითაც არ უნდა დაიწყოს ჩხუბი, შედეგი მაინც ერთია: გიზღუდავენ თავისუფლებას და გაიძულებენ, გააკეთო ის, რაც არ გინდა. შეიძლება, ზოგჯერ ეს მოთხოვნები ძალიან სასტიკი იყოს, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ შენს მშობლებს მხოლოდ კეთილი მიზნები ამოძრავებთ. მათ უნდათ, რომ მათი შვილები ქუჩაში ბოდიალის ნაცვლად წიგნებს კითხულობდნენ და კარგად სწავლობდნენ. მათ კარგად იციან , რა რთულია საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და მარტივია სწორი გზიდან აცდენა. რატომ არ მოსწონთ მათ თანამედროვე მუსიკა? იმიტომ, რომ მიაჩნიათ, ასეთი მუსიკიდან ერთი ნაბიჯია ნარკოტიკებამდე და თავაშვებულ ცხოვრებამდე. რატომ არე მოსწონთ შენი მეგობრები? იმიტომ, რომ ჰგონიათ ისინი არასწორი გზით წაგიყვანენ და ა.შ. მაგრამ როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს კონფლიქტი, ის აუცილებლად უნდა დასრულდეს. ბოლოს და ბოლოს მშობლები და შვილები ხომ უახლოესი ადამიანები არიან ამქვეყნად და ერთმანეთს ვერსად დაემალებიან.
საიდან იწყება უსიამოვნებები?
კონფლიქტი სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება- გვიან დაბრუნების, ცუდი ნიშნის, თინეიჯერული ,,გიჟური" მისწრაფებების, შენი ჩაცმულობის, მეგობრების, უსაქმურობის გამო. შენ შენი აზრის დაცვას ცდილობ, ყვირილს იწყებ და გარბიხარ, ზურგს უკან კი კარს იჯახუნებ. თავს ისე ცუდად გრძნობ, რომ სახლიდან სამუდაოდ გაქცევა გინდა, მაგრამ გასაქცევი არსად გაქვს. ნაცნობი სიტუაციაა, არა? ახლა წარმოიდგინე, რა დღეში არიან შენი მშობლები. მოდისნ საღამოს გადაღლილები, თავისი პრობლემებით დატვირთულები. ჰო, შენ რომ ჯერ ვერ წარმოგიდგენია, უფროსებსაც იმდენი პრობლემა აქვთ და გასაკვირი სულაც არ არის, იმის სურვილი ჰქონდეთ, რომ შვილებმა მაინც გაახარონ. მშობლები შეცდომას იქ უშვებენ, რომ სვილებს, რამდენი წლისანიც არ უნდა იყვნენ, მაინც ბავშვებად თვლიან და სურთ, ბოლომდე ემორჩილებოდნენ. სწორედ აქ ჩნდება პროტესტი.
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი?
1. შენი ინტერესები მშვიდად დაიცავი. ნუ აუწევ ხმას, ეს უარესი იქნება. ისაუბრე არგუმენტებით. თუ მშობელი ყვირილს იწყებს, სენ გულში ათამდე დაითვალე და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხე მშვიდი ტონთ.
2. მეტად დაინტერესდი მშობლების საქმეებით, მათ შენზე არანაკლებ შჭირდებათ ყურადღება და თანადგომა. დაუთმე მათ დრო და ისინიც იგივე სგიპასუხებენ.
3. მეტი ელაპარაკე შენს ცხოვრებაზე. ისინი ძალიან ბევრს ნერვიულობენ შენზე და დიდ დროს ატარებენ შენზე ფიქრში. თუ მათ მეტი ეცოდინებათ შენზე, უფრო გენდობიან და კონტროლს მოადუნებენ.
4. დაუმტიცე, რომ ცხოვრებას სერიოზულად უყურებ. ეს მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმიტაც უნდა დაამტკიცო. გამოასწორე სწავლა, დაისახე მიზანი. ეს მშობლების მოსაჩვენებლად კი არ უნდა გააკეთო, არამედ უნდა გააცნობიერო, რომ შენთვის არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий