დილას გავიღვიძე, ჯერ კიდევ ბნელოდა, გაჭირვებით გავარჩიე საათის დიდი და პატარა ისარი.
ძლივს ვაიძულე თავი, რომ ავმდგარიყავი.
როგორც იქნა ავდექი და აღმოვაჩინე, რომ სახლში არც შუქი იყო და არც გაზი.
იყო მარტო წყალი, ცივი, ცივი, გაყინული. გარეთაც რაღაც არაბუნებრივად ქროდა ქარი, თითქოს ზღაპრისებურად თუ სიზმრისეულად.
ისე, ლამაზი იყო ქუჩა - ყვითელი ფოთლებით მოფენილი.
მინდა მთელი დღე ვიწვე, რამე საინტერესოს ვკითხულობდე და ფანჯრიდან ვხედავდე, როგორ დააფრიალებს ქარი ყვითელ ფოთლებს სიზმრისეულად
Комментариев нет:
Отправить комментарий