თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფოტოები რომელიმე უცხოური, პედოფილური საიტიდანაა, ძალიან ცდებით.
ეს ბავშვები საკუთარი მშობლებისა და ე.წ. დიზაინერის, ლიკა ყაზბეგის ერთობლივი ფანტაზიის პროდუქტია, უფრო ზუსტად კი – მსხვერპლი.
მაშინ, როდესაც ევროპაში ქუჩაში საყვარელ ბავშვს ხელს ვერ მოუთათუნებ, ფოტოს გადაღებაზე კი – ვერც იოცნებებ, საქართველოში ზოგიერთი მშობელი ამაყია საკუთარი “მოდელი” შვილის ინტერნეტში განთავსებული გამაოგნებელი ხარისხის ფოტოებით და ალბათ თავმომწონედაც კი უჩვენებს ნაცნობ-მეგობრებს.
ბოდიშს გიხდით წითელი ისრებისთვის, რაც ფოტოებზე გავაკეთე, რომ სრულიად არა-ბავშვური პოზების, მაკიაჟის, ჩაცმულობისა თუ სიშიშვლისათვის უკეთესად მიმექცია თქვენი ყურადღება. ცალკე შეშფოთების საგანია ბავშვების გამომეტყველება და სრული მაკიაჟი, რაც, სტუდიის საიტისაგან განსხვავებით, აქ თეთრი კვადრატებით დავფარე.
ბავშვებო, მოგიკვდით თქვენ, რა გითხრათ, პატარები ხართ, მეცოდებით, რომ გაიზრდებით და შეგრცხვებათ თქვენი მშობლების გამო, რომლებსაც საკუთარი შვილი ბარბის თოჯინებისგან ვერ გაურჩევიათ.
მშობლებო, სტუდიის მეპატრონეებო და ვაიფოტოგრაფებო, თქვენთან, ვისურვებდი მალე სხვა რანგის და კომპეტენციის ადამიანებს ესაუბრათ, პირისპირ.
მაგრამ აი თქვენ, ბავშვის უფლებათა დამცველებო, სოციალურო მუშაკებო და ათასტრენინგგავლილებო, გამაგებინეთ, რას მიკეთებთ?
—
P.S. ამ ფოტოების აღმოჩენისა და საკითხის წამოჭრისთვის განსაკუთრებული მადლობა ბლოგს FashionMothers.
Комментариев нет:
Отправить комментарий