6/03/2011

ჩემი ცხოვრება... შეცდომები..


  ძალიან ხშირად თავს ვაჯერებდი, რომ ძლიერი   ვიყავი და ყველაფერს შევძლებდი.      მერე ისე მოხდა, რომ მართლა ბევრი შევძელი.
 უბრალოდ, იმას მივხვდი, რომ სიძლიერიე არასდროს არ უნდა გაზომო იმ დროს გამოვლენილი გამბედაობებით, როცა ძალიან გიჭირდა და სიძლიერის გარდა სხვა გზა არ გქონდა.

ხოდა ეს უკვე ბევრჯერ მოხდა – მიწევდა, რომ ვყოფილიყავი ძლიერი, გამბედავი, მიმწოლი და ა.შ.

ხოდა ერთ დღესაც დამძიმებული თავით გავიღვიძე. ზედმეტმა ფიქრმა იცის. :))

 საერთოდ, სულ მგონია, რომ ადამიანებს საკუთარი შექმნილი სტერეოტიპები ღუპავენ, საკუთარი სქემები და თვითონვე მაზოხისტურ სიამოვნებას იღებენ, როცა პრინციპულობას იბრალებენ.

მათგან ხომ არავინ მოითხოვს გმირობას, როგორც ჩემგან არ მოუთხოვია არავის. რომც მოეთხოვა, ალბათ, ვერც ვიქნებოდი.

ხოდა, ახლა მინდა, რომ ჩემივე სტერეოტიპების გარეშე ვისწავლო ბრძოლა საკუთარი კომფორტისათვის, იმისათვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო, სიმსუბუქე, ცოტაოდე ზედმეტი წონა დავძლიო  და ჩემი შეცდომები მომავალშიც ბევრი დავუშვა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვისწავლო – შეცდომებს არ ნანობენ, შეცომებზე სწავლობენ, ან არც სწავლობენ.
  რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ცხოვრებას ჩვენივე დაშვებული შეცდომები ქმნიან, საკუთარი სწორი ნაბიჯები, ბედნიერებები და ტრაგედიები და ჩვენ მაგივრად კი ჩვენი სიძლიერე ვერ იცხოვრებს. იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენი გასავლელია.


































Комментариев нет: