6/09/2011

პრობლემებს რა დალევს...


   ვერაფრით ვხვდები რა მაიძულებს თავი ამდენად კარგად ვიგრძნო, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფრის მიუხედავად იმდენად ოპტიმისტური განწყობა მაქვს, რომ ლამისაა ვიფიქრო ცოტაც და ბედნიერი ვიქნები მეთქი.
ეს ალბათ ის შემთხვევაა როდესაც, იმდენად ბევრი პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებელ მოგვარებას, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით კარგავს მნიშვნელობას და ავადმყოფურად კარგად ხარ.
სიგარეტის მოწევას აღარ აქვს ძველებურად სამგლოვიარო სახე, პირიქით უდარდელად ვეყრდნობი აივნის მოაჯირს და სიამოვნებით ვუშვებ კვამლს, შესაშურად მშვიდი სახე მაქვს და საკუთარ თავთან გამართული დიალოგებიც კმაყოფილებას მანიჭებს.

Комментариев нет: