5/30/2011

კომპანია ფუჯიცუს (Fujitsu) უკაბელო მონიტორი


  CeBIT 2011 კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1–5 მარტს განნოვერში კომპანია ფუჯიცუმ (Fujitsu) წარმოადგინა ახალი მონიტორი, რომელსაც არ სჭირდება არც დენის და არც ვიდეო გამოსახულების კაბელი.
უკაბელო მონიტორის დიაგონალია 22 დიუმი. დენის მიწოდება ხდება SUPA ტექნოლოგიით.

ტექნოლოგია SUPA შემუშავებული იქნა Fraunhofer Institute სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ტექნოლოგიების სფეროში ენერგიის უკაბელოდ გადაცემისთვის. ტექნოლოგია არის აბსოლუტურად უსაფრთხო ელექტრომაგნიტური გამოსხივების კუთხით. მონაცემები გადაიცემა სამაგიდო ან მობილური სისტემით Wireless USB ინტერფეისის საშუალებით. კომპანიის Fujitsu წარმომადგენლების მტკიცებით გამოსახულება მონიტორზე არის საკმაოდ მაღალი ხარისხის სისტემური ბლოკიდან 10 მეტრის რადიუსში.

ახალი მოდელის მონიტორების კომერციულად გამოშვება იგეგმება შემდეგი წლისთვის.

Комментариев нет: