5/09/2011


 დღეას  სახლიდან ცხვირი არ გამიყვია. რაღაც მიზეზების გამო საკუთარ თავს შინაპატიმრობა მივუსაჯე. ვზივარ ჩემთვის ჩუმად, მუხლებზე ლეპტოპით და გვერდით ცხელი ჩაით სავსე ჭიქით .
სახლშ ჩაკეტვის მიზეზები პირადულია, შესაბამისად, აქ არ დავწერ. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ხანდახან თავს კონტროლს ვერ ვუწევ, არ ვუკვირდები რა შეიძლება მოჰყვეს ჩემს საქციელს, ნათქვამს და ემოციას ბოლომდე ვხარჯავ. ხშირად, სხვების წყენის ხარჯზეც…. თუმცა, რომ ვთქვა ამჯერად ვნანობ–მეთქი, მოგატყუებთ, რაც დაიმსახურა, ის მიიღო!!
იმდენად მივეჩვიე შინ ჯდომას და სიჩუმეს, რომ დღეს შარვალიც კი არ ჩამიცვია. დილით ავდექი, წყალი გადავივლე , ზემოდან ხალათი და მთელი დღეა ასე დავბოდიალობ. ახლა ხალათს გავიხდი, დავწვები და სულ ეგაა ... ძალიან გვიანიააააააა

იმედია, მალე გადამივლის სახლში ჩაკეტვის სურვილი, თორემ დღეს ვოცნებობდი გრიპი მაინც დამემართოს–მეთქი. სახლში ჯდომის რეალური მიზეზი მექნებოდა :)

Комментариев нет: