მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული და ამერიკული კომპანიები ყველაზე ცნობილები არიან მსოფლიოში, ჩინეთი რეალურად არის სიგარეტის უდიდესი მწარმოებელი. The China National Tobacco Corporation არის მსოფლიოს უდიდესი სიგარეტის მწარმოებელი.
დღესდღეობით ევროპული და ამერიკული მთავრობები ყველანაირად ცდილობენ შეამცირონ მწეველთა რაოდენობა, თუმცაღა ნაცისტური მთავრობა იყო პირველი ვინც კიბო სიგარეტს დაუკავშირა და მოწევა აკრძალა საზოგადოებრივ შენობებში 1940 - იანი წლების დასაწყისში. სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ ის ჩუქნიდა ოქროს საათებს მის იმ პარტნიორებს, რომლებიც მოწევას თავს დაანებებდნენ.
შეიძლება თქვენ დაგაინტერესოთ შემდეგმა სტატიამ: რას შეიცავს სიგარეტი?
ასევე იხილეთ თამბაქოს აკრძალვის ისტორია:
საუკუნეების მანძილზე მოწევას სხვადასხვა დესპოტური და ტოტალიტარული რეჟიმებიც კი ებრძოდნენ. ყველაზე ბოლო ასეთი რეჟიმი მესამე რაიხი იყო. ჰიტლერი იყო პირველი ვინც თანამედროვე მსოფლიოში აკრძალა მოწევა.
მიუხედავად სასჯელის სახეობებისა (რომლებიც სიკვდილით დასჯამდეც კი მკაცრდებოდნენ), მოწევა დღესაც აქტუალურ თემად თუ პრობლემად რჩება. სხვათაშორის, არსებობს ვებ-გვერდები სადაც მწეველები დისკრიმინაციას უჩივიან. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ წლების მიხედვით დალაგებულ მოწევის აკრძალვებს და მისთვის დაწესებულ სასჯელებს:
1575 წელი, მექსიკა: პირველი დოკუმენტურად დადასტურებული კანონი თამბაქოს აკრძალვის შესახებ მექსიკას უკავშირდება, სადაც იქაურმა კათოლიკურმა ეკლესიამ სალოცავ ადგილებში აკრძალა მოწევა.
მე-17 საუკუნე: რომის პაპებმა აკრძალეს მოწევა სალოცავ ადგილებში. რომის პაპმა ურბან VIII - მ (1623-44) სალოცავ ადგილებში მოწევისათვის სასჯელად ეკლესიიდან მოკვეთა დააწესა.
1612, ჩინეთი: სამეფო ოჯახი კრძალავს თამბაქოს მოხმარებასა და მოყვანას.
1617, მონღოლეთი: მონღოლეთის იმპერატორმა აკრძალა თამბაქოს გამოყენება და ამისთვის სიკვდილით დასჯაც კი დააწესა.
1620, იაპონია: იკრძალება თამბაქოს გამოყენება.
1632, ამერიკა: ამერიკაში პირველი აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში მასაჩუსეტში განხორციელდა.
1633, თურქეთი: სულთან მურად IV კრძლავას მოწევას და კანონის დარღვევისათვის სიკვდილით 18 ადამიანიც კი დასაჯა.
1634, რუსეთი: მეფე ალექსანდრემ აკრძალა მოწევა. ვინც დამნაშავედ იქნებოდა ცნობილი , გამათრახება, ცხვირის სიგრძეზე გაჭრა, ან ციმბირში გადასახლება ელოდებოდა. ვინც მეორედ იქნებოდა შემჩნეული, სიკვდილით დაისჯებოდა.
1634, საბერძნეთი: ბერძნულმა ეკლესიამ აკრძალა მოწევა.
1639, ამერიკა: ნიუ ამსტერდამის გუბერნატორმა კრიფტმა აკრძალა მოწევა. მოგვიანებით ნიუ ამსტერდამი ნიუ იორკად იქცა.
1647, ამერიკა: ნებადართულია მოწევა მხოლოდ დღეში ერთხელ.
მათ მოყვებიან იტალია (1650), შვეიცარია (1650), რუსეთი (1674 - სიკვდილით დასჯა), ინგლისი (1693).
ამ პერიოდის შემდეგ თამბაქოს აკრძალვები აღარ ხდება და პირიქით, ზოგან ისევ ნებადართული გახდა, რადგან მე-18-19 საუკუნეებში თამბაქო მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ იქცა მონარქიებისათვის. რომის პაპმა საკუთარი თამბაქოს ქარხანაც კი გახსნა 1779 წელს.
მე-20 საკუნეში ევროპასა და აზიაში აღარ არის აკრძალვებზე საუბარი, სამაგიეროდ, ამ მხრივ აქტიურ ნაბიჯებს დგამდნენ აწ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. თამბაქოსა და მასთან ერთად ალკოჰოლის აკრძალვა კონსტიტუციურად დაკანონდა. თუმცა ექსპერიმენტმა არ გაამართლა, რადგან მან ძალიან ბევრი ცუდი შედეგი გამოიღო, იგულისხმება კონტრაბანდა, მაფიოზური გარიგებები, იატაკქვეშა ბარები და სხვა. ამის გამო, მოწევა 1933 წელს ისევ ნებადართული გახდა.
ნაცისტური გერმანია კი იყო პირველი ქვეყანა სადაც ჰიტლერის მეთაურობით დაიწყო თამბაქოს კვლევა და იმის მტკიცება,რომ მოწევა მავნებელია ჯამრთელობისათვის. ჰიტლერი პირადად აფინანსებდა ამ კვლევებს. დღესაც, მოწევის წინააღმდეგნი ხშირად იყენებენ იმ კვლევებს, რომლებიც ნაცისტურ გერმანიაში ჩატარდა, რომ სიგარეტის მავნებლობა დაამტკიცონ. ნაცისტებმა პირველებმა გამოიყენეს ფრაზა - ,,პასიური მწეველი“.
დღეს უკვე ევროპასა და განვითარებულ თუ განვითარებადი ქვეყნების დიდ უმრავლესობაში მოწევა აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში. რეგულაციები კი დღითიდღე მკაცრდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий