5/27/2011

ჩვენ რომ Apple გვეყიდა, იქნებოდა აიფონი, აიპოდი და აიპედი დღეს? დიდი ალბათობით არა. ჩვენ ყველაფერს გავაფუჭებდით — სკოტ მაკნილი.


  ასეთი გულწრფელი განცხადება გააკეთა Sun Microsystems-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა სკოტ მაკნილიმ ცოტა ხნის წინ გამართულ Churchill Club-ის მიერ გამართულ წვეულებაზე. მისი თქმით, 90-ების შუაში ეპლი იმდენად ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, რომ მაშინდელი CEO მაიკლ შპინდლერი მოლაპარაკებებს მართავდა სხვადასხვა კომპანიებთან ეპლის ყიდვის თაობაზე, რომელთა შორის ყველაზე რეალური კანდიდატი მაშინ თავის დიდების მწვერვალზე მყოფი Sun Microsystems იყო. მაიკლ შპინდლერი, რომელიც ეპლის სათაო ოფისში ეპლის ევროპული წარმომადგენლობიდან მოხვდა კომპანიიდან ჯონ სკალის წასვლის შემდეგ, სულ სხვანაირად ხედავდა კომპანიის მომავალს, ვიდრე მისი წინამორბედი. შპინდლერმა ეპლის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით განახორციელა მთელი რიგი პროექტები, როგორებიც იყო მაკინტოშის საოპერაციო სისტემის ლიცენზირება კომპიუტერული ფირმებისადმი და რომელმაც ეპლს სიტუაციის გაუმჯობესების ნაცვლად შეუქმნა საკუთარი კლონები, რომლებიც ღირდა უფრო იაფი, ვიდრე ეპლის პროდუქტები და კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის შემდეგ დირექტორთა საბჭომ და მაიკლ შპინდლერმა საბოლოოდ გაკოტრების გზაზე დამდგარი ეპლის გაყიდვა გადაწყვიტეს. Sun Microsystems-ს რამოდენიმე საათი აშორებდა ერთ დროს კომპიუტერული რევოლუციის სულისჩამდგმელის ყიდვისგან, როდესაც ეპლის ერთ-ერთმა კორპორატიულმა ბანკირმა და იურისტმა ისეთი პუნქტები ჩადო ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტში, რომელთა შესრულება Sun-მა მიუღებლად მიიჩნია და გარიგებაც ჩაიშალა. სკოტ მაკნილის არ დაუსახელებია იურისტის სახელი, მაგრამ მისი თქმით იგი თავისგან გაუცნობიერებლად ეპლის გადამრჩენელი აღმოჩნდა.

ჩვენ რომ ეპლი გვეყიდა, იქნებოდა აიფონი, აიპოდი და აიპედი დღეს? დიდი ალბათობით არა. ჩვენ ყველაფერს გავაფუჭებდით — სკოტ მაკნილი.

Комментариев нет: