5/26/2011

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!

  როცა წერას იწყებ, გგონია, რომ მუდმივად სავსე იქნები აზრებით და წერის სურვილი ყოველთვის გაგყვება.
  მეც, როცა წერას ვიწყებდი, მეგონა, რომ ჩემამდე ამა თუ იმ თემაზე არავის დაეწერა და მიხაროდა.
  ჰოდა , სათქმელი მეტისმეტად რომ არ გამიგრძელდეს, მოდით, ვწეროთ მართლა იმის შესახებ, რაზეც ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია არაა. რატომ უნდა ინახებოდეს საჯარო ბიბლიოთეკაში, ვიღაცის კარადებში უამრავი საინტერესო ფაქტი, თემატიკა, როცა ყველა პირველ რიგში დაგუგვლით ეძებს ინფორმაციას და მერე გარბის წიგნების მოსაპოვებლად. შენი თემატიკით ხომ შეიძლება არაერთ ადამიანს გაუადვილო საქმე, მით უმეტეს, ჩვენ ხომ წერა ასე გვიყვარს და ასე კარგად გამოგვდის?ასეა თუ ისე არა?


Комментариев нет: