5/18/2011



   წიგნები ადამიანებივით არიან…. ისინი ან გიყვარს ან არა , ან შენიანები არიან ან არა, ან იგრძნობ ან ვერა…. მოკლედ მათ აქვთ სული და ისინი ძალიან ინდივიდუალურები არიან.

მთელი ცხოვრება მინდოდა წიგნის დაწერა (მთელი ცხოვრება რა სულ 30 წლის ვარ), თუმცა დღემდე მგონია, რომ მაგას შევძლებ ალბათ სადღაც ღრმა სიბერეში.

ისიც დიდი ხანია მჯერა , ან ვცდილობ დავიჯერო რომ ყველა წიგნი რეალობას თუ არა, მის ნაწილს მაინც ასახავს და მხოლოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი არაა.

წიგნი ძალაა. წარმოიდგინეთ ზიხართ მარტო, მშვიდად და ხელში გიჭირავთ ლამაზად აკინძული ფურცლების დასტა, რომელიც ახერხებს იმდენს, რომ დროსა და სივრცეში მოგზაურობას იწყებთ, გავიწყდებათ რეალური გარემო და თავს ზუსტად იმ ისტორიაში ყოფთ რომელიც ხელზე მხოლოდ და მხოლოდ შეკვრა ფურცლების სახით გიდევთ.

ნუთუ არსებობს ამაზე დიდი ჯადოქრობა?

ძალიან დიდი ნიჭია წიგნის წერის უნარი, არ აქვს მნიშვნელობა წერ ბევრს თუ ერთს, მოცულობითს თუ მცირეს…

მე მგონი არ არსებობს წიგნი, რომელიც დარჩა სადმე წაუკითხავი და მოუწონებელი, არ არსებობს წიგნი რომელმაც ვერ იპოვა დამფასებელი ადამიანი.

ყველაზე დიდი განძი მეგობრების მერე ალბათ მაინც წიგნებია

Комментариев нет: