Mercedes-AMG, ანუ უბრალოდ AMG – კომპანია მერსედეს-ბენცის ქვედანაყოფი, რომელიც აწარმოებს კომპანიის სერიული ავტომობილების სრულყოფას (ტუნინგს), ასევე წარმოადგენს კომპანიას ავტოსპორტში.
დასახელებაში AMG – პირველი ორი ასო “A“ და “M“ წარმოადგენს დამფუძნებლების გვარების პირველ ინიციალებს, რაც შეეხება მესამე ასო “G“-ს ეს არის შტუტგარტის ახლოს მდებარე პატარა ქალაქის სადაც დაფუძნდა კომპანია AMG, Großaspach დასახელების პირველ ასო.
კომპანია AMG დაარსდა 1967 წელს, მერსედსე-ბენცის ყოფილი ინჟინერების ხანს ვერნერ აუფრეხტის და ერხარდ მელხერის მიერ. კომპანიის დაარსების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების “ტუნინგი“. წარმოება განლაგებული იყო ქალაქ შტუტგარტის ახლოს დაბა „ასპახ“-ში და მისი მთავარი კონკურენტი იყო კომპანია Brabus, რომელიც ასევე სპეციალიზირებული იყო მერსედეს-ბენცის სერიული ავტომობილების ტუნინგში.
1999 წელს კომპანიის აქციების 51% შეიძინა კონცერნმა DaimlerChrysler, ხოლო დასახელება კი შეიცვალა Mercedes-AMG-ით, 2005 წლის 1 იანვრიდან კი კომპანია სრულად გადავიდა Mercedes-Benz-ის საკუთრებაში.
მას შემდეგ რაც კომპანია AMG-ს სრული პაკეტი შეიძინა მერსესდესმა, ხანს ვერნერ აუფრეხტმა დაარსა კომპანია H.W.A. Gmbh, რომელიც ისევე როგორც AMG წარმოადგენს მერსედესის ბრენდს ავტოსპორტში. მიუხედავდ ახალი კომპანიის დამაარსებლის მდიდარი სპორტული გამოცდილებისა, H.W.A. Gmbh-ის სახელით პირველი დებიუტი კრახით დასრულდა. 1999 წელს ლემანის 24 საათიანი რბოლის დროს ახალი ავტომობილი Mercedes-Benz CLR ბოლომდე ტექნიკურად არ იყო დამუშავებული და აეროდინამიურად არ იყო გათვლილი, რის გამოც შეიქმნა საშიშროება ავტომობილის ამოტრიალებისა, დეფექტის აღმოჩენა მხოლოდ საკვალიფიკაციო რბოლის დროს გახდა შესაძლებელი, როდესაც ამოტრიალდა მარკ ვებერის ავტომობილი, მიუხედავდ ამისა რბოლა გააგრძელეს ოღონდ მანქანას სიმძიმისთვის დაამატეს ზედმეტი ბალასტი, თუმცა ავტომობილი არასწორ გზაზე მაინც ამოტრიალდა, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ამავე დროს გუნდს ლიდერის პოზიციები ეკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა, რომ გუნდი მოხსნილიყო შეჯიბრიდან. შემდეგ წელს კომპანია H.W.A. Gmbh-მა გააგრძელა DTM ჩემპიონატში მონაწილეობა და გუნდმა შეძლო 5-ჯერ ჩემპიონის ტიტულის მოგება, აქედან სამი ტიტული ბერნდ შნაიდერის პირად ანგარიშზეა.
Комментариев нет:
Отправить комментарий