2/23/2011

ეს იცოდით? საინტერესოა


სამწამიანი მუსიკა, რომელიც კომპიუტერში Windows 95-ის ჩატვირთვის დროს ჟღერს, 1995 წელს ბრაიან ინოუმ Microsoft-ის დაკვეთით დაწერა


.სამხრეთამერიკელი ინდიელები მტაცებელი თევზის პირანიას ყბებს მაკრატლის მაგივრად ხმარობდნენ…
…მესამე რაიხის ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე ჰერბერტ ბაკე ბათუმში დაიბადა…

…პრჟევალსკის ცხენის უკანასკნელი ჯოგი ბუნებაში 1967 წელს შეამჩნიეს, ხოლო უკანასკნელი წარმომადგენელი 1969 წელს. ამ ჯიშის ყველა ცხენი ამჟამად მხოლოდ ზოოპარკებში ბინადრობს…

…ჰერალდიკოსთა ერთი ნაწილის აზრით დავით აღმაშენებლის დროშაზე (სურათზე) გამოსახული იყო „ცხენი რქოსანი"…

…საქართველოს, სომხეთის, მოლდავეთისა და თურქმენეთის საბჭოთა რესპუბლიკების გერბებზე ვაზი იყო გამოსახული…

…რაჭის ერისთავის, კახაბერის ასული, გვანცა, დავით VII ულუს მეუღლე და დემეტრე II, თავდადებულის დედა იყო…

…თუშეთი 4 ისტორიული ოლქისაგან შედგება: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითა თუშეთი…

…ოკეანეთის კუნძულოვანი სახელმწიფოს, პალაუს დედაქალაქი მელეკეოკი მსოფლიოს ყველაზე პატარა დედაქალაქია და 2005 წლის აღწერით 391 მცხოვრები ჰყავს.

…ერთ წელს, ერთსა და იმავე დღეს მწერალთა სახლიდან გამოასვენეს შალვა დადიანის ცხედარი და დაასვენეს გალაკტიონის ცხედარი…

…ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში…

…უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს 1616 წლის 25 აპრილს თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ…

…მეორე მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას…

….ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა…

…"ილიადა" და "ოდისეა" ევროპის კონტინენტზე შექმნილი ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია…

…1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად გაიყო….

…დღევანდელი ქიზიყი XV საუკუნემდე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი…

…ასურეთში გერმანელები ცხოვრობდნენ…

აშშ–ს პრეზიდენტებიდან ყველაზე მეტი შვილი (6 ბიჭი და 4 გოგო) ჰყავდა უილიამ ჰენრი ჰარისონს…

… 1985 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის ინაუგურაცია გადაიდო ერთი დღით, რადგან ამ დღეს ტარდებოდა… ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი…

…აშშ–ში 7 მთა, 8 მდინარე, 10 ტბა და 120 დასახლებული პუნქტი ატარებს ჯორჯ ვაშინგტონის სახელს…

… აფრიკელი ქალბატონი გრასა მაშელი ორი ქვეყნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მოზამბიკი) პირველი ლედი იყო…

…ყველაზე ადრეულ ასაკში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ. იგი 29 წლის იყო…

… პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ავტომობილით ისარგებლა არის აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი…

…ევროპაში პირვლად პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღეს შვეიცარიაში და იგი დაიკავა იონას ფურერმა…

…ნაურუს პრეზიდენტს ბერნარდ დოვიიოგოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 7–ჯერ ეკავა…

… კანადელმა მომღერალმა სელინ დიონმა წარადგინა შვეიცარია 1988 წელს ევროვიზიაზე და პირველი ადგილი დაიკავა …

… ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მოსკოვისა და ამსტერდამის მფარველი წმინდანია …

… ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ნამდვილი სახელია ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ …

… ჯოან როულინგი არის ყველაზე მდიდარი ავტორი მსოფლიოში …

… მსახიობ ანჯელინა ჯოლის მამა მსახიობი ჯონ ვოიტია…

… XVI საუკუნეში ბელარუსელი თათრები ბელარუსული ენის ჩასაწერად თავისებურ არაბულ ანბანს გამოიყენებდნენ.

… უილიამ შექსპირის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიას თავდაპირველად „ჯულიეტა და რომეო" ერქვა და არა „რომეო და ჯულიეტა".

…გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე მადამ დე პომპადურმა (სურათზე) 1.000.000 ლივრი გადაიხადა შატო დე მენარის საყიდლად, რის გამოც მისი მარგალიტის სამკაულების გაყიდვა მოუწია…

…ფრანსუა-პიერ ლა ვარენის ნაშრომი "Le cuisinier françois" (1651), თანამედროვე ფრანგული სამზარეულოს დამფუძნებელ ტექსტად ითვლება…

…თეოდორიხის მავზოლეუმი გუთების ხუროთმოძღვრების ერთადერთი გადარჩენილი ძეგლი და ჩვენამდე მოღწეული ბარბაროსების მეფის ერთადერთი აკლდამაა…

…სიტყვა «პარლამენტი» წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან «parler», რაც «ლაპარაკს» ნიშნავს…

…პარიზის ობსერვატორია 1667 წელს ლუი XIV-ის ბრძანებით შეიქმნა და ამჟამად მოქმედ ობსერვატორიათა შორის უძველესია…

…შატო დე კურანსი აღიარებულია, როგორც "ფრანგული ფორმალური ბაღის სტილის ეპიტომია, რომელშიც შატო და მისი გარემო ერთ მთლიანს ქმნის"…

…ელისაბედ II-ის მეუღლე ჰერცოგი ფილიპე წარმოშობით ბერძენია და 1947 წლამდე მართლმადიდებელი იყო…

…გავლენიანი ფრანგი მწერლები ჟაკ რივიერი და ალენ-ფურნიე პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლის (ფრანგ. École Normale Supérieure) მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ…

…საფრანგეთის სახელმწიფო დროშაზე ვერტიკალურად განლაგებული ფერების დატანილია 30:33:37 პროპორციით, ვინაიდან ამგვარი "ოპტიკური პროპორცია" უკეთეს ვიზუალურ ეფექტს ქმნის…

…ობიექტივიზმის გასამართლებლად ეინ რანდი იყენებდა რაციონალური ეგოიზმის იდეას, რომლის მიხედვით ყოველთვის მიზანშეწონილია საკუთარი ინტერესის განხორციელებისათვის მიზანსწრაფვა…

…მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქვეყნის ძირითად ნაწილს მოწყვეტილი 10.000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და მოქალაქე 170 დღე ეწინააღმდეგებოდა ნაცისტებს ყირიმის აჯიმუშკაის კატაკომბებში…

…განათლების ეროვნული პოლიტიკური ინსტიტუტები, ელიტური საშუალო სკოლები ნაცისტურ გერმანიაში, მხოლოდ "რასობრივად უნაკლო" მოსწავლეებს ღებულობდა და შესაბამისად არ რიცხავდა მხედველობა ან სმენა დაქვეითებულ ბავშვებს…

Комментариев нет: