2/22/2011

ყველაფერი ჩვენი სამყაროს შესახებ

სამყარო ანუ კოსმოსი მთელი არსებული მატერიის, ენერგიისა და სივრცის
ერთიანობას ეწოდება. დანამდვილებით არავინ იცის, თუ როგორ შეიქმნა სამყარო.
მეცნიერთა
უმეტესობა ფიქრობს, რომ სამყარო, დაახლოებით, 15 მილიარდი წლის წინ გაჩნდა
წარმოუდგენელი მასშტაბის მქონე აფეთქებისას, რომელსაც დიდ აფეთქებას უწოდებენ.
ამ თვალსაზრისს დიდი აფეთქების თეორია ეწოდება.

ზ ო მ ა დ ა მ ა ნ ძ ი ლ ი
სამყარო უზარმაზარია, მისი ზომების წარმოდგენაც კი შეუძლებელია. სამყაროში
გაფანტულ კოსმოსურ სხეულებს შორის მანძილები სინათლის წლებით იზომება.
სინათლის
წელი ის მანძილია, რომელსაც სინათლე ერთ წელიწადში გაივლის – დაახლოებით 9,46
ტრილიონი კილომეტრი. სინათლე წამში 300 000 კილომეტრს სიჩქარით ვრცელდება.
სამყარო მილიარდობით ვარსკვლავს შეიცავს, რომლებიც უზარმაზარ ჯგუფებად, ე.წ.
გალაქტიკებადაა გაერთიანებული. დღემდე მეცნიერთათვის ცნობილი უშორესი
გალაქტიკები
ჩვენგან, სავარაუდოდ, 15 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა, რაც დაახლოებით
წარმოდგენას გვაძლევს სამყაროს შესაძლო მასშტაბების შესახებ.

დ ი დ ი ა ფ ე თ ქ ე ბ ი ს თ ე ო რ ი ა
დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც
თანდათან გაცივდა და მასში პაწაწინა ნაწილაკები გაჩნდა. სამყაროში ყველაფერი
ამ პაწაწინა
ნაწიკლაებისგან ანუ მატერიისაგან შედგება.
ნაწილაკები გაიფანტა და სამყარომ გაფართოება იწყო. დროთა განმავლობაში გაჩნდა
წყალბადისა და ჰელიუმის გაზის ღრუბლები. მოგვიანებით ეს ღრუბლები გაერთიანდა
და
მკვრივ ნისლეულებად იქცა.
თავდაპირველად სამყარო ისეთი მკვრივი იყო, რომ მასში სინათლე ვერ
ვრცელდებოდა. სამყარო სრულ სიბნელეს მოეცვა. ათასობით წელმა განვლო, ვიდრე
ტემპერატურა
რამდენიმე ათას გრადუსამდე შემცირდებოდა.
თანდათან ნისლი გაიფანტა. სინათლის გავრცელების წყალობით სამყარო ისეთი
გამჭირვალე გახდა, როგორიც დღეს არის. გაზების მკვრივი ნისლეულებისგან
პირველი გალაქტიკები
წარმოიქმნა.
დიდი აფეთქებით, საახლოებით, 10 მილიარდი წლის შემდეგ გალაქტიკაში, რომელსაც
ირმის ნახტომს ვუწოდებთ, ჩვენი მზე და მზის სისტემა გაჩნდა.
დღევანდელი სამყარო მილიარდობით ვარსკვლავსა და პლანეტას, აგრეთვე, ცარიელი
სივრცით გაყოფილ მტვრისა და გაზის უზარმაზარ ღრუბლებს შეიცავს. სამყაროს
სხვადასხვა
კუთხეში ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოქმნა დღესაც გრძელდება.

მ ო მ ა ვ ა ლ ი
სამყაროს მომავალთან დაკავშირებით დღეისათვის სამი ძირითადი თეორია არსებობს.
შენელების თეორიის თანახმად, სამყარო ნელ-ნელა განაგრძობს გაფართოებას და
თანდათან
იფანტება. თუ სამყაროს შემადგენელი მატერიის რაოდენობა იმაზე მეტია, რაც
ჩვენთვისაა ცნობილი, მაშინ ცენტრიკენული ძალა,ე.წ. გრავიტაცია, სამყაროს
გაფართოეის პროცესს
შეანელებეს. სამყარო შეიკუმშება და გალაქტიკები ერთმანეთს შეეჯახება.
საბოლოოდ, მოხდება დიდი შეჯახება – დიდი აფეთქების საპირისპირო მოვლენა. ეს
თეორია
დიდი შეჯახების სახელითაა ცნობილი.
ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ სამყარო გულის მსგავსად პულსირებს. ის
ფართოვდება, შემდეგ იკუმშება, შემდეგ ისევ ფართოვდება და ა.შ., ასე რომ,
ყოველ დიდ
აფეთქებას დიდი შეჯახება მოჰყვება. ამ იდეას სამყაროს პულსირების თეორია
ეწოდება.

დ ი დ ი ა ფ ე თ ქ ე ბ ი ს დ ა მ ა მ ტ კ ი ც ე ბ ე ლ ი ს ა ბ უ თ ი
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეცნიერთა უმრავლესობა დიდი აფეთქების თეორიას
ეთანხმება, არის კოსმოსიდან მიღბული ექოს მსგავსი სუსტი სიგნალი, რომელიც
დედამიწის
რადიოტელესკოპებმა დააფიქსირეს. შესაძლოა, ეს ექო დიდი აფეთქების შემდეგ
გაჩენილი ცეცხლოვანი ბურთის გამოძახილია.
მეცნიერთა აზრით, სამყარო მატერიის გაცილებით მეტ რაოდენობას შეიცავს,
იმასთან შედარებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაშ, დიდი
აფეთქების
შემდეგ იგი იმდენად სწრაფად გაფართოვდება, რომ გალაქტიკები ვეღარ
წარმოიქმნებოდა.

Комментариев нет: