2/25/2011

რას ნიშნავს ბლოგი?


ყოველთვის მაინტერესებდა ამაზე რას იტყოდნენ სხვა ბლოგერები… თქვენთვის რა არის ბლოგი???… არის ეს ყოველდღიური ჰობი???… რომც არ იყოს მოსაყოლი მაინც გამოძებნით და წეერთ???… ეს ანუ დღიურის მაგივრობას გიწევთ???… თუ უბრალოდ აზრების გასავრცობად წერთ???… წერთ იმიტომ, რომ სხვამ წაიკითხოს, თუ წერთ იმიტომ რომ თქვენ გსიამოვნებთ???… ამ დროს ფიქრობთ იმაზე როგორ მოეწონება მკითხველს, თუ როგორც თქვენ გაგიხარდებათ???…
იცი, მართლა მაინტერესებს რას და რამდენს ნიშნავს ბლოგერებისთვის ეს ერთგვარი სამყარო… ჩემთვის???… არასდროს დავფიქრებულვარ ამაზე… უბრალოდ ერთხელ შემომთვაზეს და მეც დავრეგისტრირდი როგორც სხვები… თავიდან მუზა ყოველდღე იყო… მერე და მერე გაიცვითა ალბათ არ ვიცი… ნუ აშკარაა, რომ ყოველდღე აღარ ვწერ… ზოგმა შეიძლება ბლოგერად არ მიწოდოს კიდეც ამის გამო… რავი… მე პირადად არ შემიძლია როცა ხასიათზე არ ვარ ვწერო… და მითუმეტეს ვიღაცის გულისთვის… ეს მუზაც არ არის… უბრალოდ თუ არ მინდა მორჩა, იქ უვე წერტილია (ჯიუტი ვარ ვაღიარებ…ჩემი აღიარება ზოგს გაუხარდება)… მე ვწერ ბლოგზე იმიტომ, რომ მსიამოვნებს წერა ზოგადად… და საერთოდ ძალიან დიდი ხანია რაც ვწერ… თავიდან როგორც ყველა დღიურებით დავიწყე… მერე და მერე განვავრცე და ახლა აქ ვარ… ალბათ ბლოგი უფრო სხვაა… აქ ხანდახან მაინც, ვიღაცა რაღაცას გაგიზიარებს… სხვების აზრებს კითხულობ და მათ შეხედულებებს იზიარებ… ეს არც თუ ისე პატარა სამყაროა ჩვენნაირებისთვის… აქ ჩემი ცხოვრებაა და ვიცი რომ გავა წლები… შეიძლება ერთხელ მომბეზრდეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩება…
ბლოგი ერთერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ადამიანის გასაცნობად… აქ ყველა გულახდილია… ის ვინც თამაშობს არამგონია ბლოგმა მოხიბლოს… აქ ყველა ისეთია, როგორიც არის სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში შეიძლება “ვერ” იყოს…
ვისაც არ დაგეზარებათ უპასუხეთ ზემოთ დასმულ კითხვებს… თქვენ რას ფიქრობთ ბლოგზე…

Комментариев нет: