2/15/2011

ბრენდი...

  დღესდღეობით წარმოუდგენელია საუბარი სიტყვა ბრენდის გამოყენების გარეშე, და მაინც რა არის ეს მაგიური სიტყვა რომელიც ატრიალებს სამყაროს?

ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა ბრენდი რთული ტექნოლოგიისაგან შემდგარი რამ არის, და მაინც რა არის ბრენდში ასეთი ზებუნებრივი, რომელიცაიძულებს" მომხმარებლებს დაუფიქრებლად იყიდონ ბრენდი?
მინდა ჩემი გამოცდიელბა გავუზიარო ბლოგის მკითხველებს, რადგან მე პიარ სპეციალისტი ვარ. ჯერ კიდევ მანამ სანამ პროფესიას ავირჩევდი მაინტერესებდა, რატომ ყიდულობენ ადამიანები ამა თუ იმ პროდუქტს და რატომ იყო ჩემ ბავშვობაში და არის დღემდე კოლაკოლა ყველაზე მაგარი?
პირველი ჩემი შეხება ბრენდთან რათქმაუნდა მათი მოხმარების გარდა  წიგნებიდან დაიწყო, დავიწყე კითხვა რა იყო ბრენდი და როგორ ხდება პროდუქტის ბრენდად ქცევა, თუმცა ეს თეორიული ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ კარგად გავრკვეულიყავი ბრენდის და ბრენდინგის საკითხებში (ბრენდინგიარის ბრენდის შექმნის ტექნოლოგია). ჩემდა სასიკეთოდ მომიწია რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამგზავრება, სადაც უნიკალური ადამიანი, ახლანდელი საერთაშორისო პიარ ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ ლინინგი გავიცანი, რომელიც მიკითხავდა ლექციებს. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან პირველად შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო მოკლე დროში და მარტივად აეხსნა ჩემთვის ბრენდის ტექნოლოგიები. იმდენად დამაინტერესა ამ თემამ და ადამიანმა, რომ ვთხოვე მას პირადი პრეზენტაციები გადმოეგზავნა ჩემთვის  და რათქმაუნდა გადმომიგზავნა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ცოდნა უნდა გადამეცა ვინმესთვის და პრაქტიკულად განმეხორციელებინა (წაკითხული მქონდა, რომ ყველაზე კარგია რასაც ისწავლი მისი გამეორებაა და სხვასაც გადასცეგაუზიარო, ანუ რასაცა გასცემ შენიასპრინციპია). პირველი რაც გავაკეთე გადავთარგმნე ბატონი ლინინგის პრეზენტაციები და რათქმაუნდა მცირედი ადაპტირება გავუკეთე, ჩემი მოკრძალებული აზრები დავამაატე და გავაკეთე უფასო სემინარი პიარის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. შეხვედრას სამოცამდე სტუდენტი დაესწრო .ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, მასკიდან და ტექნიკური უნივერსიტეტიდან. შეხვედრა ინტერაქტიული გამოვიდა. რაც ვიცოდი ვცემდი პასუხს რაზეც არ მქონდა პასუხი, გულრწრფელად ვამბობდი არას, ხოლო როდესაც ჩემი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება განვითარდა დავიწყე ბრენდინგის კურსის სწავლება საქართველოს უნივერსიტეტში.
რათქმაუნდა მხოლოდ ცოდნის გადაცემაში არ არისჭეშმარიტება". ხშირად ვეკითხებოდი მეგობრებს და ახლობლებს რა მახასითებლებით ირჩევდნენ ბრენდს. ძირითადად ისინი ასახელებდნენ ცნობადობას და უცხოური პროდუქტის ხიბლს თუმცა ქართულ ბრენდებსაც ყიდულობდნენ.

უფრო კონკრეტული რომ ვიყო და საქმე რომ იყოს ლაპარაკის ნაცვლად, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ბრენდი კარგად ჩამოყალიბებული პროდუქტის სტრატეგიაა, რომელსაც წინასწარ შექმნილი იდეა ანუ ღირებულება გააჩნია. რათქმაუნდა მომხმარებლებს რომ ვკითხოთ კოკაკოლას წყურვილის მოსაკლავად ყიდულობენ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მასში მათ მთავარი ღირებულება და იდეა ანუ ბრენდი მოსწონთ, ალბათ სიმბოლური იყო, რომ ჩემი ბავშვობის სანატრელ ბრენდ კოკაკოლას კომპანიაში მომიწია მუშაობა.
ბრენდინგის სპეციალისტებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგი ამტკიცემს, რომ რომელ პროდუქტსაც მსოფლიო ცნობადობა არ გააჩნია ბრენდი არ არის, მაგალითად ჩვენი ლოკალური პროდუქტები ბორჯომი, ნატახტარი და .
მეორენი კი ამტკიცებენ, რომ არსებობს ლოკაური და გლობალური ბრენდები და ორივე ბრენდია. რომელ მიმართულებას დაიჯერებთ არჩევანი თქვენზეა.

როდესაც პროდუქტის შექმნაზე ვიწყებთ მუშაობას აუცილებელია, რომ ვიფიქროთ რა ღირებულება, რა განმანსხვავებელი არსი და ბუნება ექნება ჩვენ პროდუქტს და რა საშუალებებით მოვახდენთ მის კომუნიკაციას. გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი ერთისწავლა სწავლა და სწავლა" და მეორედრო დრო და დრო" (აუცილებელია ბრენდზე მომუშავე ადამიანი ფლობდეს ბრენდინგში ბაზისურ ცონდას და იცოდეს, რომ ბრენდის შექმნას დიდი დრო უნდა).
იმედია მოკლედ ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა. ეს ჩემი გზა იყო ბრენდამდე მისვლის, რომელიც ასე გამოისახა 1. ინტერესი 2 ინფრმაციის მოძიებასწავალა 3. ცოდნის გაზიარება 4 პრაქტიკა.

Комментариев нет: