ბუხრის წინ გაფენილ ხალიჩაზე ვიწექი შიშველი და მიმქრალ ცეცხლს ვეფიცხებოდი. ჩემს წინ ევა იჯდა, ნაცრისფერ პუფში და მაცდურად მიღიმოდა. კარგი გრძნობაა სექსის შემდეგ ბუხართან ჯდომა და კონიაკის ყლუპი პირდაპირ ბოთლიდან.
ევა ჩემი ქალია, ყურებამდე ვარ მასზე შეყვარებული, როგორც იტყვიან…
ცხოვრებასაც ვგეგმავთ ხანდახან, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მოხუცი და ევას დამჭკნარი სხეული მითუმეტეს. რატომღაც მგონია სულ ასე იქნება, ყოველთვის ავხორცი ვნება იბობოქრებს და გრიგალივით მოვარდნილი სიყვრული წაგვლეკავს.
მე, მე ვარ და გუშინ 82 წელი შემისრულდა, აღარაფერი დამრჩენია და სიკვდილს ველოდები, არ მეშინია. შეიძლება ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს რა იქნება იქეთ.
მე, ისევ მე ვარ, სამი შვილის და უამრავი შვილიშვილის მქონე გამოფიტული, უსარგებლო მოხუცი. ხშირი, თეთრი თმები მხრებზე მაყრია, ბუხრის წინ გაფენილ ხალიჩაზე ვზივარ და ყალიონს ვაბოლებ.
ჩემს წინ გაგექილ, ნაცრისფერ პუფში ევა ზის. ჩემი სახედამჭკნარი ქალი,რომელიც არასდროს ყოფილა მხოლოდ ჩემი ცოლი, ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო…
ისევ მიტევს ავხორცი ვნებები, გულისცემას იმატებს და სუნთქვაც მიხშირდება, ისევე მინდა ევასთან ყოფანა, როგორც ადრე… მაგრამ ჩვენ უძლური მოხუცები ვართ, ერთმანეთის ყველაზე დიდი მესაიდუმლეები.
დაშრეტილი სხეულით, ვსვამ 60წლიან კონიაკს, ნახევრად სავსე ბოთლიდან და ისევ მიყვარს ევა..
ტყის პირას, განცალკევებით მდგომ სახლში ვცხოვრობთ… ბუხარი ანთია.. ჩვენ ჩამქრალი მზერით ველოდებით სიკვდილს ჩაფერფლილი ბუხრის წინ…
ორივეს გვაინტერესებს რა იქნება იქეთ…

Комментариев нет:
Отправить комментарий