1/10/2011

ჩემი ბედი


ვერ გავანელე ლექსებში დარდი,
ვერ მოვიგონე ველოსიპედი,
ჩემს იალბუზზე ფეხი ვერ დავდგი,
ვერ გამოვჭედე მე ჩემი ბედი!

არ მიძებნია ლექსით სახელი,
არცა პატივი და არც დიდება,
არ მზმანებია პარნასის ველი,
კმაყოფილება და დამშვიდება,

არა მგონია ბაღში ბულბული
თავის ტკბილი ხმით რომ ჩვენ გვიმღერდეს,
ჩვენზე ფიქრობდეს და გაზაფხულის
მოსვლის სიხარულს სტვენით გვიმხელდეს.

როგორც მოგსურდეთ, ისე მაძაგეთ.
მე კარგი ლექსი სხვისი მათბობდა,
თუმცა კი ვგრძნობდი,ჩემი ვერ ჯობდა,
ჩემიც მიყვარდა,ჩემიც მატკბობდა.

Комментариев нет: