1/28/2011

მსოფლიოს სულელური კანონები


მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს მეტად ახირებული, უცნაური და კურიოზული კანონები, რომლებიც დიდი
ხნის წინათ იქნა მიღებული და რატომღაც ჯერაც არ გაუქმებულა.
*ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა;
*აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება;
*საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ;
*ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5 $ გადაიხადოთ.
*სულ ახლახან კი ჯ. ბუშის ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე.
* პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.
*ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა.
*მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა;
*შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში.
*აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა
*არკანზასის შტატში მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.
*ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის.
* სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.
*ქ. კარმელში (ნიუ-იორკის შტატი) ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500$-ით.
*ნიუ-ჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს.
*კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში.
*კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.
*აქვე აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.
*ინდიანაში აკრძლულია: აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. აქვე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.
*ლოს-ანჯელესში კი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა)
*ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვთ და ვალდებულიც ხართ “მზის ჩასვლამდე” საკვებად გამოიყენოთ იგი. *ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას.
*ნიუ-იორკში სჯიან მას, ვინც სახურავიდან გადმოხტება.
*მინესოტაში პატიმრობა ელის იმას, ვინც საკუთარ სახლშიც კი შიშველი დაიძინებს.
* აიდაჰოს შტატში აკრძალულია აქლემზე დამჯდარი თევზაობა
*მიჩიგანში ქარის წინააღმდეგ ფურთხება საზოგადოებრივ დანაშაულად ითვლება.
*ტენესში, ქ. მემფისში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღამის 11 საათის შემდეგ.
*ილინიოსის შტატის ქ. იურკაში ულვაშიან მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა
*ალაბამაში კი სიკვდილით სჯიან მას, ვინც რკინიგზის რელსებს მარილს მოაყრის.
*სამხრეთ დაკოტაში დანაშაულად ითვლება ჩექმებით დაძინება;
* ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) 500 $-ით დაჯარიმდება ის, ვინც თეატრში ლომთან ერთად მივა;
*ატლანტაში აკრძალულია ჟირაფის მიბმა ტელეგრაფის ბოძზე;

Комментариев нет: