12/26/2010

"მე მეფე ვარ"!

არ ვიცი ეს ჩემი ნაწერი პროზაა, პოეზია თუ დროის ფუჭად კარგვა, მე ამას ჩემი ემოციების ფურცელზე გადმოტანას, "ემოციების ფურცელზე განტვირთვას დავარქმევდი". მე უბრალოდ ასე მინდა, ასე მიხარია და ასე ვაკეთებ, რადგან რაც გიხარია ის უნდა გააკეთო, გინდა ლექსი წერე გინდა პროზა გინდა მაგრა დათვერი და მერე ბევრი იმღერე ან იყვირე უაზროთ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთო რო შენი გახარებით სხვების მყუდროება არ დაარღვიო, ანუ აბეზარი არ უნდა გახდე.
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია. ნებისმიერს შეუძლია როგორც უნდა ისე მოიქცეს, სადაც უნდა იქ წავიდეს და რაც უნდა ის წეროს.
"მე მეფე ვარ"! ამ სიტყვების თქმა ყველა ადამიანს შეუძლია ვისაც კი ამის სურვილი და თვითდაჯერებულობა აქვს. მეფობა არ ნიშნავს იმას რო სახელმწიფოს მართავდე, მე ჩემს თავს, ჩემს მიზანს, ჩემს გრძნობებს და ჩემს ფიქრებს ვმართავ. აი ამიტომ ვარ "მეფე", დაბადებით თავისუფალი, გადაწყვეტილებით თავისუფალი. მე ვარ მეფე რომელსაც მსახურები არ ჰყავს და ჩემი მსახურები ჩემი ფიქრები გრძნობები და ოცნებებია. მე ვარ მეფე რომელიც ვისურვებდი ყველა ჩემს გვერდით მყოფი ადამიანიც იგივეს ფიქრობდეს და ისინიც როგორც მე, მეფეები, ავგუსტუსები და იმპერატორები იყვნენ.
გაუმარჯოს ადამიანებს რომელსაც თავისუფლება უყვარს! იმათაც გაუმარჯოს!რომლებსაც იგივე გრძნობა სწყურია და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ, ოქროს ბარძიმით შესვან თავისუფლების წყალი
მაშ გაუმარჯოს თავისუფლებას!
გაუმარჯოს მეფეებს!

არ ვარ მწერალი და არც პოეტი
არც მეფე ვარ და არც ჩემპიონი,
ამ ქვეყანაზე ლექსად მოვედი
პოეტი იყო გალაკტიონი.

არც სარდალი ვარ, არც მეომარი
არც მოგზაური და არც მხატვარი.
ამ ქვეყანაზე სიტყვად მოვედი
შემოქმედების ვარ მათხოვარი.

არ ვარ ბატონი და არც მონარქი,
არ მისურვია მე მბრძანებლობა.
ამ ქვეყანაზე კაცად მოვედი
ტალახში ფეხი არ ჩამეფლობა.

არ ვარ ბერი და არ ვარ მოძღვარი,
არც ბრძენი ვარ და არც მწიგნობარი.
ამ ქვეყანაზე ცოდვით მოვედი
ვერ შევიძინე მე მეგობარი.

არ ვარ ვარსკვლავი, არც სავსე მთვარე
არ მიყვარს ფული და არც სიმდიდრე.
ამ ქვეყანაზე მიწად მოვედი
და მიწა მაწევს გულზე სიმძიმედ.

არ ვარ მეფე და არ ვარ პოეტი
მე არც მტკვარი ვარ და არც რიონი.
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვედი
მე ვერ ვიქნები გალაკტიონი.

Комментариев нет: