12/26/2010

პოეზია



ახლა, ამ ღამეს ისევ მარტო ვწერ,
ოცნება კვნესის “დილის ქალივით”,
ახლა ფიზიკურ ლტოლვას განვიცდი,
მისკენ, ვინც ღამით გვრდით ჩამივლის.

დღეს აღარ მხიბლავს შენი თვალები,
აღარც ეგ მკერდი შავით მოსილი,
ახლა ავხორცი ბოროტ ლექსებს ვწერ,
ახლა ოცნებას ვჟიმავ საწოლში.


აქ აღარ მიყვარს ქვეყნად არავინ,
თვით ბოროტებას ნაღმი დავუდე,
ახლა ჩემს თავში მხიბლავს პოეტი,
პოეტი, ის ვინც თქვენ შეიძულეთ.

ახლაც მარტო ვარ, ლოთივით ვგდივარ,
ოცნება კვნესის მომაკვდავივით,
ახლა პირიდან ვაფურთხებ ბოღმას,
ღვთიურ გარდაცვლას ითხოვს სხეული.

Комментариев нет: