წესები



1 სამომხმარებლო შეთანხმება
 1.1 https://allinteres.blogspot.com-ზე შემოსვლით და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვენილ წესებს/მითითებებს
 1.2 ყველა მომხმარებელი ვინც შემოდის https://allinteres.blogspot.com -ზე, პოსტის დამატების პროცესში ხელს აწერს (ვეთანხმების სახით) ქვემოთ მოყვანილ წესებს.

2 ზოგადი დებულებები
 2.1  https://allinteres.blogspot.com არის ბლოგის ტიპის შემეცნებით/გასართობი რესურსი, სადაც ქვეყნდება უცხოური რესურსებიდან აღებული/ნათარგმნი და თვითონ ამ საიტის ავტორების მიერ შექმნილი სტატიები, სურათები, ვიდეობი და ა.შ.
 2.2 https://allinteres.blogspot.com -ის მუშაობაში ჩართვა ან განვითარებაში ხელის შეწყობა სხვადასხვა ხერხით შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
 2.3 https://allinteres.blogspot.com არ არის შეზღუდული არანაირი ცენზით და აქ შემოსვლა შეუძლია ყველა მსურველს განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ა.შ.
 2.4  https://allinteres.blogspot.com -ის წესები საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად და ყველანაირი პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვინდა ეს საიტი გავხადოთ თქვენთვის საყვარელ ადგილად, სადაც გაერთობით, იხალისებთ და მიიღებთ უამრავ ინფორმაციას.
 2.5 https://allinteres.blogspot.com -ის ნებისმიერმა მონაწილემ, მათ შორის ადმინისტრაციამაც (თუ ეს არ არის წინასწარ განსაკუთრებულად შეთანხმებული) აუცილებლად უნდა დაიცვას საიტის წესები.

3 პოსტების თემატიკა
 3.1 აკრძალულია ყველა სახის პოლიტიკური თემატიკის პოსტები!
 3.2 აკრძალულია ყველა სახის რელიგიური პოსტები! (გარდა გამონაკლისებისა, რომელთა გამოქვეყნებასაც გადაწყვეტენ ედიტორები.)
 3.3 აკრძალულია ყველა სახის პოსტები, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
 3.4 აკრძალულია ყველა სახის პოსტები, რომლებიც არღვევენ სხვა ადამიანების საავტორო უფლებებს.
 3.5 აკრძალულია პოსტების/სიახლეების ქართული საიტებიდან დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე.

4 პოსტებთან დაკავშირებული საკითხები
 4.1 https://allinteres.blogspot.com -ზე პოსტის დამატება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ წევრს.
 4.2 https://allinteres.blogspot.com-ზე პოსტი გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც მოხდება პოსტის გადამოწმება ბლოგის ედიტორების და ადმინისტრატორების მიერ. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში.
 4.3 პოსტების გამოქვეყნება-არ გამოქვეყნებას წყვეტს მხოლოდ ედიტორი ან ადმინისტრატორი. პოსტების გამოქვეყნება/არგამოქვეყნება/წაშლა არ თანხმდება ავტორებთან.
 4.4 პოსტის გამოქვეყნების შემდეგ https://allinteres.blogspot.com-ზე, პოსტის ავტორს ენიჭება საავტორო უფლება თავის პოსტზე (იმ შემთხვევაში თუ პოსტი მისი დაწერილია და არ არის დაკოპირებული სხვა საიტიდან). ამასთანავე https://allinteres.blogspot.com -ს შეუძლია ამ პოსტის გამოყენება თავისი მიზნებისათვის, იქნება ეს კომერციული თუ არაკომერციული საქმიანობისთვის, პოსტის ავტორის თანხმობის გარეშეც.

5 წევრები
 5.1 https://allinteres.blogspot.com -ზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს და ამ შემთხვევაში ის ავტომატურად ხდება საიტის წევრი.
 5.2 https://allinteres.blogspot.com -ზე წაიშლება ყველა არააქტიური წევრის შექმნილი ანგარიშები. (გამონაკლისია ის ექაუნთები, რომლებსაც აქვთ გამოქვეყნებული პოსტები)
 5.3  https://allinteres.blogspot.com -ის წევრები იყოფიან რამდენიმე პირობით კატეგორიად.
 • სტუმარი – არარეგისტრირებული საიტის მომხმარელი, რომელსაც გააჩნია უფლება მხოლოდ კომენტარის დატოვებისა (თუ არის საიტზე ჩართული ეს ფუნქცია)
 • წევრი – რეგისტრირებული საიტის მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია კომენტარის დაწერა და საიტზე პოსტის/სტატიის დამატება. პოსტი/სტატია გაივლის მოდერაციას საიტის მოდერატორებთან.
 • ავტორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია კომენტარების დაწერა და პოსტის/სტატიის დამატება. პოსტი/სტატია დაემატება საიტზე მომენტალურად, ყველანაირი შემოწმების გარეშე.
 • ედითორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს თითქმის ყველა უფლება რაც ადმინისტრატორს გარდა საიტის ძრავის და დიზაინის რედაქტირებისა.
 • ადმინისტრატორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც გააჩნია ყველა უფლება რაც ვრცელდება საიტზე.

6 პასუხისმგებლობის საკითხი
 6.1 https://allinteres.blogspot.com -ზე დადებული ყველანაირი სახის მასალა გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. საიტის ადმინისტრაცია არ წარადგენს რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ანაც ნაგულისხმებს, რომ ისინი არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.
 6.2 https://allinteres.blogspot.com -ის ავტორები არიან პასუხისმგებლები თავიანთ მასალებზე, რომლებსაც გამოაქვეყნებენ საიტზე.
 6.3 https://allinteres.blogspot.com არ კისრულობს პასუხისმგებლობას არანაირ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საიტზე.
 6.4  https://allinteres.blogspot.com-ის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს მისი წევრების პირად მონაცემებს და კონფიდენციალურ ინფორმაციას (მათ შორის ip მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს), თუ ის დაცულია საიტის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან. თუმცაღა ეს შეიძლება არ გავრცელდეს იმ მონაწილეებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ წესებს. ასეთ შემთხვევაში შიდა ზომების გატარებასთან ერთად ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნას მოხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად და ასევე მისი საიტზე ყოფნის მიზანშეწონილობაზეც სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან(კავშირგაბულობის ოპერატორებთან ან ჰოსტერებთან), ანაც მომუშავე პერსონალთან წესების დარღვევის დონის და ფორმის შესაბამისად.

7 დანაშაული და სასჯელი
 7.1 – https://allinteres.blogspot.com-ზე აკრძალულია ნებისმიერი სახით უცენზურო სიტყვების გამოქვეყნება. დარღვევაში შემჩნეული სტუმარი/წევრი მიიღებს ბანს სამუდამოდ.
 7.2 – https://allinteres.blogspot.com -ზე აკრძალულია სხვა საიტის ან პროდუქციის რეკლამირება ნებისმიერი სახით. დარღვევაში შემჩნეული სტუმარი/წევრი მიიღებს ბანს სამუდამოდ.
 7.3 –  https://allinteres.blogspot.com -ზე აკრძალულია კომენტარებში ფლუდი. (რაც ნიშნავს კომენტარებში პირადი ან პოსტთან არადაკავშირებული საკითხების განხილვას) დარღვევაში შემჩნეული სტუმარი/წევრი მიიღებს ბანს სამუდამოდ.
 7.4 – https://allinteres.blogspot.com -ზე აკრძალულია რამდენიმე ექაუთის (ანგარიშის) რეგისტრაცია სხვადასხვა სახელებით. თუ დაგჭირდებათ სახელის შეცვლა, აუცილებელია წაშალოთ ძველი ნიკი და მხოლოდ შემდეგ დაარეგისტრიროთ ახალი სახელი. 2 ერთნაირი ექაუნთი წაიშლება გაფრთხილების გარეშე.

8. წესები შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს საიტის მომხმარებლებთან და წევრებთან შეუთანხმებლად!