3/14/2019

ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში პრობლემები შეგვექმნებოდა


კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა, "ლიონთან" გამარჯვების შემდეგ (5:1) კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Marca.

 "ვიცოდით, რომ მეორე ტაიმი ძალიან რთული გამოდგებოდა. ჩვენ შესანიშნავი და მარტივი პირველი ნახევარი გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში 5-10 წუთი პრობლემები შეგვექმნა. აუცილებლად საჭირო იყო მესამე გოლის გატანა, რათა სიმშვიდე მოგვეპოვებინა. დღეს ჩვენ საკუთარი შანსების დიდი ნაწილის რეალიზაცია მოვახდინეთ. 

 პენალტი დენაიერის ეპიზოდში? ვფიქრობ, შეხება სრულიად შემთხვევითი იყო. მე წონასწორობა დავკარგე, თუმცა არბიტრს პენალტის არ დანიშვნაც შეეძლო.

 მოულოდნელობები პლეი-ოფში? ის, ვინც მეტად ეფექტური გახლდათ, არ შემცდარა. ჩვენ მომხდარით გამოცდილება მოგვემატა." - განაცხადა, სუარესმა.