10/26/2017

რა არის ეთერიუმი?-Eterium

კრიპტოვალუტა არის ნებისმიერი ციფრული ერთრანგიანი ფული ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძველზე. ბიტკოინის გამოჩენიდან 2009 წელს, შეიქმნა ასობით ახალი კრიპტოვალუტა (რომელსაც ხშირად ალტკოინს უწოდებენ), თითოეული თავისი უპირატესობებითა და ნაკლოვანებებით ბიტკოინთან შედარებით. თვითონ ბლოკჩეინი კი ეფუძნება კრიპტოგრაფიის პრინციპებს, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელი „კრიპტოვალუტა“.
რა არის ეთერიუმი დამწყებთათვის? 
მარტივად რომ ვთქვათ, ეთერიუმი წარმოადგენს ღია პროგრამულ პლატფორმას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან და განავითარონ დეცენტრალიზებული აპლიკაციები.
არის თუ არა ეთერიუმი იგივე, რაც ბიტკოინი? გარკვეულწილად, კი.


ბიტკოინის მსგავსად, ეთერიუმი არის განაწილებული საჯარო ბლოკჩეინ-ქსელი. მიუხედავად ზოგიერთი არსებითი ტექნიკური განსხვავებისა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბიტკოინი და ეთერიუმი განსხვავდება დანიშნულებითა და შესაძლებლობებით. ბიტკოინი სთავაზობს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ერთ კონკრეტულ გამოყენებას, ნაღდი ფულის თანაბარუფლებიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც შესაძლებელს ხდის ბიტკოინით ონლაინ-ანგარიშსწორებას. თუ ბიტკოინის ბლოკჩეინი გამოიყენება ციფრული ვალუტის (ბიტკოინის) ფლობის თვალყურის დევნებისთვის, ეთერიუმის ბლოკჩეინი ფოკუსირებულია ნებისმიერი დეცენტრალიზებული აპლიკაციის პროგრამული კოდის მუშაობაზე.
ეთერიუმის ბლოკჩეინში ბიტკოინის მაინინგის ნაცვლად, მაინერები გამოიმუშავებენ ეთერს, კრიპტოგრაფიული ტოკენის ნაირსახეობას, რომელიც კვებავს ქსელს. ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის გარდა, ეთერი ასევე გამოიყენება აპლიკაციების დეველოპერების მიერ ეთერიუმის ქსელში ტრანზაქციული მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდისთვის.
ბიტკოინი პირველ რიგში ვალუტაა; ეს არის ბლოკჩეინის ერთი კონკრეტული გამოყენება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ აპლიკაცია. მსგავსი სიტუაციის წარსულ მაგალითს რომ მივმართოთ, ელ-ფოსტა არის ინტერნეტის გამოყენების ერთი კონკრეტული გამოყენება და, რა თქმა უნდა, მან ხელი შეუწყო მის პოპულარიზაციას, მაგრამ არის კიდევ ბევრის სხვა“. დოქტორი გევინ ვუდი, ეთერიუმის თანადამფუძნებელი.
ეთერიუმის შექმნამდე ბლოკჩეინის აპლიკაციებს შეეძლო ოპერაციების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის შესრულება. მაგალითად, ბიტკოინი და სხვა კრიპტორესურსები იყო შემუშავებული მხოლოდ ერთრანგიანი ციფრული ვალუტების სახით ოპერაციებისთვის.
ეთერიუმის ვირტუალური მანქანა ბლოკჩეინის აპლიკაციების შექმნის პროცესს უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის. იმის ნაცვლად, რომ შექმნას სრულიად ორიგინალური ბლოკჩეინი ყოველი ახალი აპლიკაციისთვის, ეთერიუმი შესაძლებელს ცდის ერთ პლატფორმაზე ათასობით აპლიკაციის შემუშავებას.
მე მინდა აპლიკაციის შემუშავება. როგორ უნდა მივიღო ეთერიუმზე წვდომა?
არსებობს მრავალი გზა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ეთერიუმის ქსელს, ყველაზე მარტივს კი წარმოადგენს სპეციალური ბრაუზერის - Mist გამოყენება. მისტი უზრუნველყოფს მოსახერხებელ ინტერფეისს და ციფრულ საფულეს ეთერით ვაჭრობისა და შენახვისათვის, ასევე სმარტ-კონტრაქტების დაწერის, მართვის, განვითარებისა და გამოყენების შესაძლებლობას. ისევე, როგორც ვებ-ბრაუზერები უზრუნველყოფენ ინტერნეტთან წვდომას და ეხმარებიან ადამიანებს ინტერნეტ-სივრცეში გადაადგილებაში, ასევე მისტი დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ-აპლიკაციების სამყაროში პორტალს წარმოადგენს.
რა ტიპის აპლიკაციები ამჟამად იქმნება ეთერიუმში?
ეთერიუმის პლატფორმა გამოიყენება აპლიკაციების შექმნისთვის სერვისებისა და ინდუსტრიების მრავალი სპექტრისთვის. მაგრამ დეველოპერები იმყოფებიან აუთვისებელ ტერიტორიაზე, ამიტომ რთულია გაგება, რომელი აპლიკაციები იქნება წარმატებული და რომელი - არა. აი, რამდენიმე საინტერესო პროექტი:
Weifund წარმოადგენს ღია პლატფორმას ქრაუდფანდინგის კამპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ სმარტ-კონტრაქტებს. ამის საშუალებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადაყვანა ციფრულ სარეზერვო ასლებში, რომლების იქნება გამოყენებული, გაცვლილი ან გაყიდული ეთერიუმის ეკოსისტემაში.
Uport უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხოებასა და მოსახერხებელ საშუალებას, აკონტროლონ საკუთარი პირადი ინფორმაცია. იმის მაგივრად, რომ მიენდონ სახელმწიფო დაწესებულებებს და გადასცენ პირადი ინფორმაცია მესამე პირებს, მომხმარებლები აკონტროლებენ, ვის შეუძლია ასეთი მონაცემების მიღება და გამოყენება.
BlockApps ცდილობს უზრუნველყოს ყველაზე მარტივი გზა საწარმოებისთვის, შეიმუშაონ, მართონ და განავითარონ ბლოკჩეინის აპლიკაციები. კონცეფციების დამტკიცებიდან წარმოების სრულ სისტემებსა და მემკვიდრეობის სისტემებთან იტეგრირებამდე, BlockApps-ს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა კერძო, ნახევრად კერძო და საჯარო ინდუსტრიისთვის სპეციფიკური ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნისთვის.
ეთერის მაინინგის თავდასხმის რისკი
ისევე, როგორც სხვა კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ბლოკჩეინი, რომელიც გამოიყენება ეთერიუმის პლატფორმისთვის, მგრძნობიარეა მაინინგის თავდასხმების მიმართ, რაც მოიცავს შემდეგს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
·                  ორმაგი თავდასხმები
·                  მაინინგის სიმძლავრის თავდასხმების უმრავლესობა
·                  „ეგოისტური მაინინგის“ თავდასხმები
·                  რბოლის მდგომარეობის თავდასხმები
ნებისმიერი წარმატებული თავდასხმა ეთერიუმის პლატფორმისთვის რისკს წარმოადგენს, ეთერიუმის ტრანზაქციების მოსალოდნელ სათანადო შესრულებასა და თანამიმდევრულობას, ასევე კონტრაქტების გათვლების მოსალოდნელ სათანადო შესრულებასა და თანამიმდევრულობას. მიუხედავად ეთერიუმის გუნდის მცდელობისა, მაინინგის ცნობილი ან ახალი თავდასხმები შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.
დღევანდელი ეთერიუმის ღირებულება შეადგენს $ 292.82 USD