10/29/2017

ონლაინ სესხები

რა არის ონლაინ სესხები?!

ონლაინ სესხები

საქართველოში დღეს დღეობით ეს სერვისი – ონლაინ სესხები ძალიან პოპულარული არის. რა თქმა უნდა ამას თავისი მიზეზები აქვს რის სესახებაც დღეს ვისაუბრებთ ამ თემაშ.
ახლა კი მინდა განვიხილო ონლაინ სესხების სისტემა. ონლაინ სესხები გულისხმობს სესხის გაცემას ინტენეტის მეშვეობით. მაგალითად თუ თქვენ სესხს იღებთ x კომპანიისგან, ის სინამდვილეში ფიზიკურად არ არსებობს არამედ არის ონლაინში და ყველანაირი ტრანზაქცია ხორციელდება ინტერნეტის მეშვეობით ამიტომაც ეწოდა მას ონლაინ სესხები.

რატომ გახდა სწრაფი ონლაინ კრედიტები პოპულარული?

ამ კითხვაზე არაერთი პასუხი არსებობს და ვეცდები ყველას ერთად მოვუყარო თავი , თქვენთვის გასაგებ ენაზე.
  1. სიმარტივე. თქვენ შეგიძლიათ 15 წუთში სახლიდან გაუსვლელად მოითხოვოთ სესხი ონლაინ და თანხა მიიღოთ თქვენს საბანკო ანგარიშზე.
  2. არ გჭირდებათ არანაირ საბუთებზე ხელის მოწერა
  3. არ არის საჭირო ვინმეს თავდებში ჩაყენება და რაიმეს იპოთეკით დატვირთვა
  4. არ გთხოვნე საელფასო ცნობას და მრავალი სხვა
ონლაინ სესხების კომპანიებმა იმდენად გაამარტივეს სესხის აღების პროცესი, რომ უკვე მომაბეზრებლად და დამღლელადაც კი გვეჩვენება ბანკში საათობით რიგში დგომა, თუმცა შეიძლება ეს ადრეც ესე იყო. აქედან გამომდინარე მიკროსაფინანსო კომპანიებმა არაერთი მომხრაარებელი წაართვეს ბანკებს.

რა პირობებს გვთავაზობენ მიკროსფაინანსოები ონლაინ სესხის აღების დროს?

ვინაიდან ონლაინ სესების გაცემა ხდება გამარტივებული გზით სესხის რაოდენბოა არის შეზღუდული 50 ლარიდან 600 ლარამდე, თუმცა ზოგიერთ მიკროსაფინანსო კომპანიას უფრო მაღალი ლიმიტიც აქვს დაწესებული. აღებული სესხის დაბრუნება უნდა მოხდეს 1 თვის განმავლობაში.
საპროცენტო განაკვეთი ერთი შეხედვით ონლაინ სესხებს უფრო მაღალი აქვთ ბანკებთან შედარებით, მაგრამ სინამდვილე სხვა არის. როდესაც განაცხადში წერია საპროცენტო განაკვეთი არის 120% ეს იგულისხმება წლიური პროცენტი და ვინაიდან ონლაინში სესხი გაიცემა 1 თვით ეს 120 უნდა გავყოთ 12 და გამოდის 10 % თვეში.

რა არის საჭირო სესხის ასაღებად

  1. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე
  2. უნდა იყოთ მინიმუმ 20 წლის და არ აღემატებოდეთ 65 წელს
  3. უნდა გქონდეთ საბანკო ანგარიში, მობილური ტელეფონი და ელ ფოსტა